კანიბალიზმის საქმის მთავარი ფიგურანტი ირმა ყოჩიაშვილი „იმედის კვირისთვის “მიცემულ ინტერვიუში დედის სასტიკი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. “იმედის კვირის” ჟურნალისტი ქალთა კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც შემზარავ მკვლელობის დეტალებზე თავად პატიმარი ქალი საუბრობს.
„ვინც მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ვიყავით მე და ბექა. მან დაიწყო ხელით გაგუდვა, რაშიც მე ვეხმარებოდი. მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე, შემდეგ წავედი ბექასთან, სადაც გვამი ჰქონდა წაღებული და რამდენიმე საათში გვამი ერთად დავანაწევრეთ. ალბათ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი.“
„ცუდად მექცეოდნენ, საუბარი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ არის. ჩემს მიმართ სიძულვილი ჰქონდათ. მიუხედავად ყველაფრისა, დანაშაულს ვინანიებ და გარდაცვლილი ადამიანი მაინც მეცოდება. რა ზიანი მივაყენე და რაც დავუშავე, მაინც განვიცდი და ემოციურად ვარ განწყობილი. აქედან რომ გავალ შეიცვლება ჩემი ცხოვრება და მსგავს რამეს არც გავაკეთებ და არც ვიფიქრებ რომ გავაკეთო, – განაცხადა “იმედის კვირაში” ირმა ყოჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლეს, გვამი დაანაწევრეს და შემდეგ დაწვეს.
