18 აპრილიდან Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს

0
107

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს. უწყება აცხადებს, რომ 18 აპრილს, განახლებული ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსისა და ვარშავას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები აღდგება.

მაისიდან ფრენები რიგის და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყება. ავიაკომპანია ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ