არსებული ინფორმაციით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო, 12 წლის დის თვალწინ მოიტაცეს.
პოლიცია გოგონას ოჯახთან ერთად გატაცებულს გუშინდელიდან ეძებს, თუმცა ამ ეტაპზე გამტაცებლები ნაპოვნი არ არის.
გატაცების სავარაუდო მიზეზი 17 წლის გოგოს ცოლად შერთვაა, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.