17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება, „საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. მოგახსენებთ, რომ 17 მაისს აღის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული და წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მოძღვარი დაწერს. შემდგომ კი შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს.