საინტერესო

17 დეკემბერს, ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

17 დეკემბერს, ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 2019 წლის 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, დაგეგმილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ255 მონაკვეთზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე გადატანა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პლანტილისტი მიგელ ენდარო

Joni Kvaracxelia

ევროპის ყველაზე დიდი რაკეტა მოძრაობს ქარის სატვირთო გემით

სადიო მანტე დამტვრეული ტელეფონით სარგებლობს

დატოვე კომენტარი