Uncategorized

16 მარტს ისტორიაში…

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე ოქროპირი I – კათალიკოსი;  წმინდა ევტროპი, წმინდა კლეონიკე და წმინდა ვასილისკო; პიამა ქალწული.

 

1789 წ. დაიბადა გეორგ ზიმონ ომი — გერმანელი ფიზიკოსი.

1869 წ. დაიბადა გიორგი ბადრიძე — ქართველი ექიმი-პედიატრი.

1933 წ. ბაქარ გიგინეიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი.

1982 წ. გარდაიცვალა ირაკლი ბათიაშვილი — ქართველი ენტომოლოგი.

1985 წ. გარდაიცვალა გიორგი ხუნდაძე — ქართველი ქირურგი.

1993 წ. საქართველოს ჯარებმა მოიგერიეს რუსეთის მიერ მართული აფხაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერატების მასობრივი შეტევა სოხუმზე; ორდღიან ბრძოლებში ქართული მხარიდან 137 ადამიანი დაიღუპა და 350-მდე დაიჭრა.

2005 წ. ისრაელი ოფიციალურად გადასცემს იერიქონს პალესტინას.

2006 წ. გაეროს გენერალური ასამბლეა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შექმნას ერთსულოვნად უჭერს მხარს.

2009 წ. მადაგასკარში ოპოზიციურმა ძალებმა ყოფილი დისკ-ჟოკეისა და ანტანანარივუს მერის ანდრი რაჯოელინას მეთაურობით პრეზიდენტი მარკ რავალომანანას მთავრობა დაამხეს.

2013 წ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეექვსედ გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული.

2014 წ. ე. წ. რეფერენდუმის შედეგად, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების პროცესი დაიწყო.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«იხოცება ბავშვები, მე თქვენი …»- ირაკლი ღლონტი

დაიგეგმა მორიგი პროვოკაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაღმდეგ-ელისო კილაძე

«25 ივნისს ეკა ბესელია ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონ გოგი თათუხაშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა» — შოთა ლელაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი