16 დეკემბრიდან ლიეტუვაში ლოქდაუნის დამატებითი წესები შედის ძალაში

0
227
??????????????????????????????????????????????????????

16 დეკემბრიდან ლიეტუვაში ლოქდაუნის დამატებითი წესები შევა ძალაში
მთავრობამ დაამტკიცა უფრო მკაცრი ლოქდაუნის წესები, რომლებიც ძალაში ოთხშაბათს, 16 დეკემბერს შევა. ძალაში შედის შემდეგი წესები:
ეროვნული დონის კარანტინი 31 იანვრამდე გრძელდება;
მუნიციპალიტეტის შიგნით არა-აუცილებელი მიზნებით გადაადგილება აკრძალულია;
2020 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე პირებს ეკრძალებათ საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება;
კონტაქტები ოჯახის ფარგლებს მიღმა იკრძალება;
ყველა არა-საკვები მაღაზია უნდა დაიკეტოს ან გადავიდეს ვაჭრობის ონლაინ რეჟიმზე. ვეტერინარული და საკვების მაღაზიები, აფთიაქები, ოპტიკები და ორთოპედიული მაღაზიები კვლავაც ღია იქნება;
აკრძალულია სილამაზის და სხვა მსგავსი სერვისების მიწოდება იმ შემთხვევებში, როცა კონტაქტი სერვისის მიმწოდებელსა და მიმღებს შორის გარდაუვალია;
ყველა სასწავლო აქტივობა, მათ შორის წინა-სასკოლო და საშუალო სკოლების აქტივობა უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ