საინტერესო

15 საინტერესო ფაქტი Coca-Cola-ს შესახებ

ალბათ არ დარჩა მსოფლიოში ისეთი ვინმე, ვისაც Coca-Cola ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეს ტკბილი სასმელი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. წარმოგიდგენთ 15 საინტერესო ფაქტს Coca-Cola-ს შესახებ:
1. ყოველდღიურად, მსოფლიოში ისმევა თითქმის 2 მლრდ კოკა-კოლის ქილა;
2. კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში კოკა-კოლა საერთოდ არ იყიდება;
3. ადრე სასმელის შემადგენლობაში შედიოდა ნარკოტიკული ნივთიერება, 1929 წელს კოკას ფოთლების წარმოებაში გამოყენება აიკრძალა;
4. Coca-Cola პირველად გამოგონილ იქნა როგორც წამალი, ფარმაცევტ ჯონ პემბერტონის მიერ ატლანტაში, 1886 წელს;
5. სასმელი შეიცავს ძლიერ მჟავას, რომელსაც შეუძლია ყველაზე ჭუჭყიანი ზედაპირიც კი გაწმინდოს;
6. 2021 წლის მაისისთვის Coca-Cola-ს ბრენდი 74 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ეს თანხა Budweiser, Pepsi, Starbucks და Red Bull-ის ჯამურ ფასს აღემატება. Cola არის მესამე, ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი მსოფლიოში.
7. სასმელის წარმოებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით წყალი. ამის გამო კომპანიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა იმ რამდენიმე რეგიონს, სადაც კოლას ამზადებენ. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილი გვალვის წინაშე აღმოჩნდა;
8. ერთი 355 მლ კოლას ქილა შეიცავს 10 ჩაის კოვზ შაქარს;
9. კოლას პირველი ბოთლები თითო 5 ცენტად იყიდებოა;
10. დიეტური კოკა შეიქმნა 1982 წელს. ბოლო 35 წლის განმავლობაში კი, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტური სასმელი;
11. როგორც ამბობენ, კოკა-კოლას მსოფლიო მუზეუმში ინახება სასმელის პირველი შემადგენლობის ლეგენდარული რეცეპტი და ის სეიფში საგულდაგულოდ ინახება;
12. კოკა-კოლას ჩინეთის ბაზარზე გამოჩენისას, მის დასახელებაში უხერხულობა შეიქმნა. ჩინური სიმბოლოები, რომელთა წაკითხვაც ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც Coca-Cola, ითარგმნა როგორც «ცვილის გაბრტყელებული კვერნა». ბრენდის მართლწერა გადახედილი და ჩასწორებულ იქნა;
13. სტატისტიკის თანახმად, ადამიანი ყოველ ოთხ დღეში ერთ ქილა კოლას სვამს;
14. ბოთლების დიზაინი ინდიანას შტატში მოქმედი ქარხნის მუშებმა შექმნეს. მათ ნიმუშად კაკაოს მარცვლების ფორმა გამოიყენეს, რადგან შეცდომით ეგონათ, რომ სასმელის მთავარი ინგრედიენტი კაკაო იყო;
15. სწორედ Coca-Cola იყო 1928 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი სპონსორი. მაშინ კორპორაციამ მხარი დაუჭირა ამსტერდამში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

P.S. ცნობისათვის: უკრაინაში შეჭრისთვის და იქ ომის წარმოებისთვის, პროტესტის ნიშნად Coca-Cola-მ წარმოება და გაყიდვა შეწყვიტა რუსეთის ფედერაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

მსოფლიოში უძველესი ხის ბორბალი 5000 წელზე მეტია არსებობს

როგორ უნდა გაიგოთ, რომ იმყოფებით ცალმხრივ ურთიერთობაში: ნამდვილი ნიშნები

წინაპრებთან კავშირების საიდუმლო ენერგია — შთამომავლობას

დატოვე კომენტარი