პოლიტიკა

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი

თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

«2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ქვიარ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არსებობდეს ერთიანი პოზიცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, თბილისი პრაიდმა მიმართა ყველა ძირითად პრო-დასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში.

შედეგად, თხუთმეტი პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა

და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს», — ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი პარტიები არიან:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2. გირჩი 3. ევროპული საქართველო 4. გირჩი — მეტი თავისუფლება 5. რესპუბლიკური პარტია 6. კანონი და სამართალი 7. სტრატეგია აღმაშენებელი 8. ლელო 9. რეფორმერი 10. მოძრაობა «დროა» 11. სამართლიანობისთვის 12. ერთიანი საქართველო 13. თავისუფალი დემოკრატები 14. პროგრესი და თავისუფლება 15. გამარჯვებული საქართველო.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპელები კვლავ განაგრძობენ მმართველი პარტიისთვის 8 მარტის შეთანხმებაზე შეხსენებას

კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შესახებ კანონში ცვლილება მიღებულია

ძალოვან უწყებებს დაფინანსება გაეზრდებათ-ღარიბაშვილი

დატოვე კომენტარი