Uncategorized

15 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გიორგი მაწყვერელი; ტიტე საკვირველთმოქმედი; ამფიანე და ედესი; მოწამე პოლიკარპე.

 

1452 წ. დაიბადა ლეონარდო და ვინჩი — იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე.

1632 წ. რეინთან ბრძოლა, შვედებმა დაამარცხეს საღვთო რომის იმპერია.

1638 წ. სიმბარას აჯანყების ჩახშობა იაპონიაში.

1865 წ. გარდაიცვალა აბრაჰამ ლინკოლნი — აშშ-ის პრეზიდენტი.

1795 წ. ლიტვის მიერთება რუსეთის იმპერიასთან.

1896 წ. ათენში დასრულდა ანტიკური ეპოქის შემდეგ პირველი ოლიმპიური თამაშები.

1912 წ. ჩრდილო ატლანტიკაში დაიღუპა ხომალდი „ტიტანიკი“.

1914 წ. დაიბადა ვერა ბელეცკაია — ქართველი გრაფიკოსი.

1938 წ. დაიბადა კლაუდია კარდინალე — იტალიელი კინომსახიობი.

1944 წ. დაიბადა ჯოჰარ დუდაევი — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი.

1949 წ. დაიბადა ალა პუგაჩოვა — რუსი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი.

1946 წ. ჭიათურაში დაიწყო „ჭიათურმანგანუმის“ ფაბრიკის მშენებლობა.

1968 წ. დაიბადა ივანე მერაბიშვილი — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1975 წ. შეიქმნა ევროპული კოსმოსური სააგენტო.

1986 წ. ტერორისტთა ბაზების განადგურების საბაბით აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ლიბიის ქალაქები ტრიპოლი და ბენგაზი.

1990 წ. გარდაიცვალა გრეტა გარბო — შვედი-ამერიკელი კინომსახიობი.

1992 წ. ვიეტნამმა მიიღო კონსტიტუცია.

1992 წ. გარდაიცვალა კონსტანტინე ბაგრატიონი — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

1994 წ. საქართველოში სიყვარულის დღის აღნიშნვა დაიწყეს ქართველი ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით.

2010 წ. კურმანბეკ ბაკიევი ოფიციალურად გადადგა ყირგიზეთის პრეზიდენტობიდან, მას მერე რაც ქვეყანა დატოვა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

16 მარტს ისტორიაში…

ისტორიაში პირველად! ევროკავშირი უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის

roma sajaia

“ექვს თვეში ორი დარბევა !!! და ესენი მიშას ეძახიან სისხლიან რეჟიმს !”-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი