Uncategorized

15 მარტს ისტორიაში…

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდოტე კვირინელი; ევთალია ქალწული; ტროადი ჭაბუკი; აღათონ მეგვიპტელი; 440 იტალიელი მოწამე.

15 მარტი — ბელარუსის კონსტიტუციის დღე.

15 მარტი — საქართველოს არტილერიის დღე.

 

ძვ. წ. 44 წ. რომის რესპუბლიკის დიქტატორი, იულიუს კეისარი, სასიკვდილოდ დაჭრეს მარკუს ბრუტუსმა, გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსმა და კიდევ რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე.

1493 წ. ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა ამერიკაში თავისი პირველი ექსპედიციიდან.

1776 წ. სამხრეთი კაროლინა ამერიკის პირველი კოლონია გახდა, რომელმაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი მთავრობა შექმნა.

1882 წ. იოსებ აბაკელია — საბჭოთა ეპოქის ქართველი ფთიზიატრი.

1868 წ. დაიბადა თედო სახოკია — ქართველი ეთნოგრაფი.

1892 წ. დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლივერპული.

1906 წ. დარეგისტრირებულ იქნა კომპანია Rolls-Royce Limited.

1939 წ. ნაცისტურმა არმიამ დაიკავა ჩეხეთი.

1948 წ. დაიბადა ლევან თედიაშვილი — ქართველი მოჭიდავე.

1959 წ. გარდაიცვალა შალვა დადიანი — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

1975 წ. გარდაიცვალა არისტოტელე ონასისი — ბერძენი მილიარდერი.

1976 წ. ეგვიპტემ გააუქმა სსრკ-თან მეგობრობის ხელშეკრულება.

1978 წ. საბჭოთა მუსიკის ხელოვნების ვარსკვლავებს, მსტისლავ როსტროპოვიჩსა და გალინა ვიშნევსკაიას ჩამოერთვათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა.

1985 წ. პირველი ინტერნეტ დომენური სახელი დარეგისტრირდა (symbolics.com).

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ევაკუაცია საცხოვრებელ კორპუსში-მოსახლეობა გლდანში აფეთქებას გადაურჩა(ვიდეო)

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში-ვინ არის დაკავებული 7 მაღალჩინოსანი?

3 მაისს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი