საინტერესო

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა

14 ნოემბერს ცნობილი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა(1907-2002). მას ეკუთვნის „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ და სხვა მრავალი არაჩვეულებრივი საბავშვო ნაწარმოები. ლინდგრენის პერსონაჟები ბავშვების საყვარელი გმირები არიან. მწერლის თხზულებები 85 ენაზეა ნათარგმნი.»პეპი გრძელწინდა» ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. სახელი პეპი ასტრიდის ქალიშვილმა, კარინმა მოიგონა. ბავშვების საყვარელი ჭორფლიანი გოგონას სრული სახელია — პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტერ გრძელიწინდა.»ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი» ასტრიდ ლინდგრენმა 1955 წელს დაწერა. წიგნი შვიდი წლის სვანტესა (ბიჭუნას) და მისი მეგობრის, კარლსონის შესახებ მოგვითხრობს. შემდგომში მწერალმა ამ სერიის კიდევ ორი წიგნი შექმნა: «სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა» (1962) და «სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს» (1968).

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საინტერესო ფაქტები სპორტის სამყაროში

Joni Kvaracxelia

„დამანგრეველი სიტყვები“

დასახელდა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მულტფილმი

დატოვე კომენტარი