პოლიტიკა

14 პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით 9 პარტიამ მიმართა.
5 პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.
31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
მათგან 2 საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, 7 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა.
2020 წლიდან, დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები შემდეგი პარტიები გახდნენ:
“ქართული ოცნება“,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა»,

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“,
“პროგრესი და თავისუფლება“,
“რესპუბლიკური პარტია“,
«ევროპელი დემოკრატები»
“გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“,
“კანონი და სამართალი“,
“ევროპული საქართველო“,
“პატრიოტთა ალიანსი“,
“ლეიბორისტული პარტია“,
“მოქალაქეები“,
“გირჩი“
“ლელო“.
ჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტებიდან «ცესკოს» ადმინისტრაციას დაფინანსების მისაღებად წერილობით მიმართა ყველა პარტიამ გარდა 5 სუბიექტისა;
ესენი არიან:
“პატრიოტთა ალიანსი“,
“ლეიბორისტულ პარტია“,
“მოქალაქეები“,
“გირჩი“
“ლელო“.
ამ პარტიებს დამატებით 3 დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ.
ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა.
პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო
თითოეული შემდგომი ხმისთვის — 5 ლარი.
აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო, რაც ამ შემთხვევაში მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით არის განსაზღვრული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დეპუტატი თამარ ჩარკვიანსა და ევროპარლამენტარ თიჯს როიტენს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ანალენა ბერბოკი ეწვია

26 მაისს საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი