Uncategorized

14 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი; მარიამ მეგვიპტელი – მოძრავია; აღინიშნება დიდმარხვის მე-5 კვირას; გერონტი და ვასილიდი; მართალი აქაზი; ღირსი მაკარი.

 

14 აპრილი — ქართული ენის დღე.

 

ძვ. წ. 1282 წ. ბიბლიის თანახმად დაეცა იერიქონი.

ძვ. წ. 43 წ. ფორუმ გალორუმის ბრძოლა კეისარის მომხრეებსა და მარკუს ანტონიუსს შორის.

1471 წ. ბარნეტთან ბრძოლა იორკერებსა და ლანკასტერელებს შორის.

1687 წ. ინგლისის მეფემ ჯეიმზ II-მ თანაბარი უფლებები მიანიჭა პროტესტანტებს და კათოლიკეებს.

1849 წ. უნგრელმა მეამბოხეებმა გამოაცხადეს უნგრეთის დამოუკიდებლობა ავსტრიისგან.

1865 წ. აშშს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი სასიკვდილოდ დაჭრეს.

1894 წ. შედგა ედისონის კინოპროექტორის პირველი დემონსტრაცია.

1912 წ. ტიტანიკი დაეჯახა აისბერგს.

1941 წ. დაიბადა ფარნაოზ ჩიკვილაძე — ქართველი ძიუდოისტი.

1945 წ. დაიბადა რიჩი ბლეკმორი — ბრიტანელი გიტარისტი.

1978 წ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიღო საქართველოს სსრ კონსტიტუცია.

1978 წ. სახალხო მანიფესტაციებისა და პროტესტების ფონზე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს სსრ-ის ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შესახებ.

2009 წ. მსოფლიოში პირველი კლონირებული აქლემი ინჯაზის დაბადება გამოაცხადეს დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბარაკ ობამასა და კლინტონებს ბომბიანი ამანათები გაუგზავნეს

Joni Kvaracxelia

გარდაიცვალა ვეტნამის პრეზიდენტი, ჩან დაი კუანგი

პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვა ავტომატურად გაუქმდება-იხილეთ განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი