განცხადებები

130 ათასამდე შშმ პირი გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებს

არსებული ინფორმაციით საქართველოს ბიუჯეტში 130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პენსიის გაზრდა არ არის გათვალისწინებული და პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს.

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშNულთან დაკავშირებით  კომენტარს აკეთებს:

„მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არცერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს იმას მისცემენ დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

«ევროპული საქართველოს» წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი საუბრობს პენსიის 50 ლარით მომატებაზე და ასევე შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდაზე

„ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანი ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ, მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც“განაცხადა ზურაბ ჭიაბერშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«უზრდელობაა…უსინდისობაა, შენგან ამას არ მოველოდი»-ხატია დეკანოიძე სამადაშვილს(ვიდეო)

roma sajaia

კორონოვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში

Joni Kvaracxelia

«ასეთ ვითარებაში ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება, რათა კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს ჩვენს ქვეყანაში ვითარება»-დეკანოზი დავით ისაკაძე «თბილისი პრაიდზე»

დატოვე კომენტარი