მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იპატი ღანგრელი; ღირსი აპოლონი; აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი; იპატი რუთინელი.
ტაილანდი : სონგკრანი — ახალი წელი.
1204 წ. ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი.
1559 წ. ხელი მოეწერა კატო-კამბრეზიის სამშვიდობო ხელშეკრულებას. დასრულდა იტალიის ომები.
1598 წ. საფრანგეთის მეფემ ანრი IVმ ხელი მოაწერა ნანტის ედიქტს, რომლითაც ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
1695 წ. გარდაიცვალა ჟან ლაფონტენი — ფრანგი პოეტი.
1743 წ. დაიბადა ტომას ჯეფერსონი — აშშ-ს პრეზიდენტი.
1829 წ. ინგლისის პარლამენტმა მიიღო ემანსიპაციის აქტი, რომლითაც ინგლისელ კათოლიკეებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
1887 წ. დაიბადა გიორგი ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი.
1898 წ. გარდაიცვალა გიორგი ჭალადიდელი — პოეტი.
1923 წ. ლონდონში გაიხსნა უემბლის სტადიონი.
1943 წ. ბერლინის რადიომ გამოაცხადა, რომ კატინის ტყეში აღმოაჩინა პოლონელი სამხედროების გვამები, რომლებიც ნკვდს მიერ 1940 წელს იყვნენ დახვრეტილნი.
1946 წ. გარდაიცვალა სერგო ამაღლობელი — ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.
1959 წ. გარდაიცვალა გიორგი შავგულიძე — ქართველი მსახიობი.
1962 წ. The Beatles-ის პირველი გამოსვლა.
1963 წ. დაიბადა გარი კასპაროვი — რუსი მოჭადრაკე.
1971 წ. გარდაიცვალა სერგო ზაქარიაძე — ქართველი მსახიობი.
1990 წ. საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ნკვდს ბრალი კატინის ტყის ტრაგედიაში.
2010 წ. გარდაიცვალა ნიკო გომელაური — ქართველი მსახიობი და პოეტი.
2010 წ. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი შედგა ქალაქ ვაშინგტონში, რომელზეც მიღებულ იქნა ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა.