სხვადასხვა

12-14 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

12-14 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
⛅️ დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.
☁️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Საბედისწერო რეისი

ყველაზე მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი ამერიკული ფილმი, რომელმაც კინოგაქირავებაში 600 მილიონის შემოსავალი ნახა

Joni Kvaracxelia

30 წლის ბიჭი, რომელიც ემიგრაციაში დედის ნაცვლად წავიდა და იტალიაში მოხუცს უვლის (ვიდეო)

დატოვე კომენტარი