Uncategorized

12 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოად წინასწარმეტყველი; სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანნი; იოანე კლემაქი; წმინდა ევბულია; იოანე მდუმარე; ზოსიმე სირაკუზელი; ზაქარია კორინთელი.

 

1802 წ. სიონის ტაძარში ქართულ საზოგადოებას გააცნეს რუსეთთან შეერთების მანიფესტის ტექსტი.

1851 წ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.

1861 წ. აშშ-ში დაიწყო სამოქალაქო ომი.

1912 წ. დაიბადა არსენ მეკოკიშვილი — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.

1928 წ. დაიბადა ზურაბ ანჯაფარიძე — ქართველი მომღერალი.

1929 წ. დაიბადა მუხრან მაჭავარიანი — ქართველი პოეტი.

1933 წ. დაიბადა მონსერატ კაბალიე — კატალონიელი ოპერის მომღერალი.

1943 წ. დაარსდა ფრანგული საფეხბურთო კლუბი «ნანტი».

1961 წ. საბჭოთა კოსმონავტმა იური გაგარინმა განახორციელა პირველი კოსმოსური გაფრენა ხომალდ „ვოსტოკით“.

1961 წ. გარდაიცვალა ნიკოლოზ ბადრიაშვილი — ქართველი ისტორიკოსი.

2009 წ. კინორეჟისორი ელდარ შენგელაია წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის“.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბოლო მომენტამდე არის შანსი, აჩვენოთ ევროპას, , რომ საქართველო ასრულებს რეფორმებს-ანა ლიურმანი

Joni Kvaracxelia

გერმანია გერმანელი მოსახლეობა მიგრანტების წინააღმდეგ (VIDEO)

Joni Kvaracxelia

დღეს «განწმენდის» დღე მაქვს… ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ- ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებს ეძებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი