საქართველოს გენერალი, გოგი თათუხაშვილი საქართველოს შინაგან ჯარებს განცხადებით მიმართავს:
,,რუსთავი 2″_ის ,,დემონტაჟმა» ორმაგად ამაფორიაქა. საყვარელი და საიმედო ტელევიზიის მიმართ განხორციელებულმა სანქციებმა თხუთმეტი წლის უკანდელი რეალობა დამიყენა თვალწინ. როდესაც მშობლიური და შემდეგ შვილივით შინაგანი ჯარი საკუთარი ხელით დამაშლევინეს. ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ შვილი მომიკლეს, შვილი მომიკლეს შალვამდე. მაშინ მივხვდი და ეხლა დამიდასტურდა, რომ ანგარიშგასაწევი, ნაციონალური მუხტით სავსე ძალა, შეკრული კოლექტივი, სახელმწიფოს შიდა და გარე მტრებს არ სჭირდებათ, არ უნდათ. ებრძვიან რა ფორმითაც შეუძლიათ! ებრძვიან და ჯერ-ჯერობით იმარჯვებენ, რადგანაც დასაყრდენი შინა ჰყავთ ,,ხემ, ნაჯახი რას მიზამდა, ტარი ხისა რომ არ ჰქონდესო»
ვისაც როგორც უნდა ისე ჩათვალოს, ვიტყვი:- 2004 წელს შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობის ყველა რგოლმა აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში სულთმობრძავი შენაერთიდან მოტივირებული, ძლიერი, ნებისმიერი ამოცანის შემსრულებელი ჯარის შექმნა. შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობით. ამაყი ვარ, რომ ეს ჩემი სარდლობის პერიოდში მოხდა! ჩვენ ეს შევძელით შრომის, უძილო ღამეების ფასად, ჩვენ ეს გამოგვივიდა! რაც შემდეგ მოხდა დასანანია, მაგრამ ფუჭად არასოდეს ჩაუვლია და არც ჩაივლის ,,განწირული სულისკვეთება». ჩვენ პრეცენდენტი შევქმენით! ჩვენ ნიჰილიზმის ბურუსს დავძლიეთ! და ეს ამად ღირდა! რადგანაც, რაც უკვე მოხდა, კიდევ იქნება…. იქნებ გონია რომელიმე სულგაყიდულ მოღალატეს, მოისპო შინაგანი ჯარები, აღარაა?! -ძალა, არაფრად არასოდეს გარდაიქმნება! ჩვენ ვართ, ვუძლებთ სირთულეებს-რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! ვიზრდებით, ვმძლავრდებით უმუშევრობაში, სხვადასხვა შენაერთებში, სამშობლოში, უცხოეთში… და სამშობლოს დაძახილზე ისევ ერთად ვიქნებით, რადგანაც ჩვენ წარმავალი ფასეულობები არ გვაერთიანებდა. ჩვენ სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, თანამებრძოლთა სისხლი გვკრავდა და გვადუღაბებს. ამას კი არ ეღალატება ! განსაცდელგამოვლილი უფრო ძლიერი, უფრო შეუპოვარი, ნაკლებშეცდომებიანი ვიქნებით და ეს დღე მოვა ! მე ამის მჯერა !
ყველაფერი იგივე მინდა ვთქვა რუსთავი 2-ზე. თქვენ მხოლოდ ჟურნალისტები არ ხართ. თქვენ სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები ხართ! ამიტომაც ჩემი მხედრული სალამი ,,რუსთავი2″-ის ყოფილ გუნდელებს! ჩემი არცთუ ხანმოკლე მსახურის პერიოდში ბევრი უღირსი მაღალჩინოსნისთვის მხედრული სალამი არ მიმიცია. იციან ეს ჩემმა თანამებრძოლებმა! თქვენ ეს დაიმსახურეთ, როგორც გმირებს პატივით გესალმებით! თქვენ შეძელით რაც შეძელით! თქვენ გამოგივიდათ ევროპული სტანდარტების ნიჭიერი ტელევიზიის შექმნა! თქვენი ხმა სწვდებოდა და მჯერა, კიდევ მიწვდება მსოფლიოს!
მადლობა სამშობლოს სამსახურისთვის ! ჩვენ კიდევ შევხვდებით! წარმატებები…
«მთავარი არხისგან» კი ველი ბიძინა ივანიშვილის, პრორუსული ძალების და წითელი ინტელიგენციის საბოლოო დასამარებას! თქვენ ეს ერთხელ უკვე შესძელით, 2003 წლის მოვლენებში დიდია თქვენი წვლილი. მე და ყველა პატრიოტი თქვენს გვერდითა ვართ ! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მისთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს !
P.S . ჩემო შინაგანელებო ! 12 სექტემბერს შინაგანი ჯარის დაბადების დღეა. სიტყვას გაძლევთ ეს უკანასკნელია, როდესაც ჩვენ ამ დღეს ფარულად აღვნიშნავთ.
გოგი თათუხაშვილი, საქართველოს გენერალი