მსოფლიოში

12 საათში ეთიოპიამ 350 მილიონი ხე დარგო!

ეთიოპიის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ 12 – საათიანი კამპანიის «მწვანე მემკვიდრეობა» განმავლობაში (#GreenLegacy) დაირგო 353,633,660 ნერგი.

კამპანიის შედეგები ითვალისწინებს პრეტენზიას მსოფლიო რეკორდზე — წინა რეკორდი დაფიქსირდა ინდოეთში 2017 წელს, როდესაც დაახლოებით 1,5 მილიონმა მოხალისემ 12 საათში დარგო 66 მილიონი ხე.

აქცია გახდა სახელმწიფო კამპანიის, «ტყის აღდგენის» ნაწილი, რომლის ინიციატორი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აბი აჰმედი. ორშაბათს, დაგეგმილი იყო 200 მილიონი ხის დარგვა აფრიკის ამ ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ყველა მოქალაქე, ხოლო მას მილიონობით ადამიანმა დაუჭირა მხარი. ექვსი საათის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა ტვიტერზე გააკეთა განცხადება, რომ უკვე 150 მილიონი ხე დაირგო.

”ჩვენ მიზნამდე ნახევარი გზა გავიარეთ,” — თქვა მან და მოუწოდა თავის თანამოქალაქეებს, ”გაზარდონ ტემპი დარჩენილ საათებში”.

12-საათიანი მარათონის დასრულების შემდეგ, აბი აჰმედი ტვიტერზე დაბრუნდა და განაცხადა, რომ ეთიოპიამ არა მხოლოდ მიაღწია მიზანს, 200 მილიონი ნერგის დარგვას, არამედ გადალახა იგი.

აფრიკის ქვეყნის ხელისუფლება ამაზე არ გაჩერებულა: ეთიოპიის ნერგების დარგვის კამპანია გეგმავს ოთხი მილიარდი ხის დარგვას წვიმის სეზონში — მაისიდან ოქტომბრამდე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ღაზას სექტორში ზავი ძალაში ხუთშაბათს დილიდან შევა

მამამ საკუთარ გოგონას ცელით თავი წააცალა

შეიქმნა ვებგვერდი იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებიც აგრძელებენ რუსეთში მუშაობას

დატოვე კომენტარი