სხვადასხვა

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება. წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ წმ. პეტრე და პავლე სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა რომ ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქართულმა ოცნებამ» შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად მოიგო

Joni Kvaracxelia

«ხმას დაუწიე, ხელი გაწიე, მოგატეხავ მაგ ხელს»-ასე მიმართეს ნიკა მელიას ოზურგეთში(ვიდეო)

თაკო ჩარკვიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი