საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება. აცხადებს ” 112საქართველო”.
Loading…
