სხვადასხვა

11 წლის გოგონას თავდაცვის სამინისტროს მანქანა შეეჯახა, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა-ავტოავარია 3 თვეა გამოუძიებელია

«რუსთავი2»-ის ინფორმაციით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში თავდაცვის სამინისტროს მანქანა 11 წლის გოგონას შეეჯახა.

ბავშვი გერმანიის მოქალაქე იყო, რომელიც 23 დეკემბერს ბებიასთან ჩამოვიდა, ხოლო მეორე დღეს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, როგორც ირკვევა დარტყმის სიძლიერემ ბავშვი დაახლოებით 30 მეტრის  მოშორებით გადააგდო.

ავარიის დროს  ავტომობილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი  არჩილ ჩიხლაძე, მართავდა. თუმცა არჩილ ჩიხლაძე დღესაც თავდაცვის უწყებაში მუშაობს.

ავტოკატასტროფის თვითმხილველი 11 წლის გოგონას დედა იყო, შვილის გარდაცვალების შემდეგ კი დედა გერმანიაში დაბრუნდა.

აღნიშნული ავტოავარია 3 თვეა გამოუძიებელია, «კურიერს» თავდაცვის უწყებამ აცნობა, რომ ჯერ ვინმეს ბრალეულობა არ გამოკვეთილა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

საღეჭი რეზინის მოპარვის გამო იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ქართველმა ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი იოკოძუნა დაამარცხა(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ალკოჰოლის მოხმარებით საქართველო მე-11 ადგილზე გავიდა

დატოვე კომენტარი