მსოფლიოშისხვადასხვა

11 სექტემბრის ტერაქტს აშშ-ში 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა-ტრაგედია რომელმაც მსოფლიო მოიცვა (ვიდეო)

ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი. აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი 15 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს გაიტაცეს.

11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი ად 60 პოლიციელი.

11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.

მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.

«11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.»

წყარო:ვიკიპედია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთის მთავრობა სულ უფრო და უფრო დისტანცირდა ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან»

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს

დატოვე კომენტარი