ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.
არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 458 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 106 კი დადებითი აღმოჩნდა.
„დღეის, 28 ოქტომბრის მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში 137 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობაში იმყოფება, მათგან 118-ს აქვს დადასტურებული COVID 19-ის დიაგნოზი. 26 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 40 პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა საშუალოა, ხოლო 9 პაციენტი გაწერეს“, — აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Loading…