პოლიტიკა

1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება დროშების დაზიანებაზე

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება. აღნიშნულის შესახებ საკნონმდებლო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. ცვლილებების მიხედვით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. ქმედების განმეორების შემთხვევაში მოსამართლეს ექნება დისკრეცია ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

Loading…

მსგავსი პოსტები

დაბრუნდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში — ხემოწერები გრძელდება

Joni Kvaracxelia

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოდან გამოსულ ებრაელთა ოჯახის წარმომადგენელი გახდა ისრაელის ერთ-ერთი მინისტრი

დატოვე კომენტარი