საინტერესო

10 უძლიერესი ძეგლი, რომელიც შეგახსენებთ, თუ რამდენი შეცდომა დაუშვა კაცობრიობამ

ძეგლი — ნებისმიერი ქალაქის მშვენებაა: უჩვეულო ქანდაკებები იზიდავს ტურისტებს და ამშვენებს ლანდშაფტს. ამასთან, ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს, რომ ძეგლები არის სხვისი ცხოვრების გაყინული ისტორია, გამარჯვებები ან შეცდომები, რომელთა დავიწყებაც არ უნდა მოხდეს.

1. „გამოდი შუქზე“, ტულუმი, მექსიკა

სამხრეთ აფრიკელმა მხატვარმა, დენიელ პოპერმა ეს ქანდაკება სპეციალურად  ფესტივალის «Art with Me»-თვის შექმნა. ეს სურათი ემსახურება ხალხითვის იმის შეხსენებას, თუ რამდენად მყიფეა ბუნებრივი ბალანსი.

2. ეროვნული მონუმენტი — სამოქალაქო უფლებების დაცვის აღსანიშნავად, ბირმინგემი, აშშ

1963 წელს საშინელი კადრები გავრცელდა მთელს მსოფლიოში: პოლიციამ აფრო ამერიკელ დემონსტრანტებს, რომლებიც რასიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ძაღლები მიუსია. ქანდაკების პარკი (ერთ-ერთი მათგანი ზემოთ მოცემულ ფოტოში) აშენდა იმ ხალხის სიმამაცის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებსაც არ შეეშინდათ დაეცვათ თავიანთი უფლებები.

ახლა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ორ ძეგლს შორის გაივლის, შეუძლია იგრძნოს ის საშინელება, თუ რას ძალუძს ადამიანს, რომელიც საკუთარი სიძულვილით არის შეპყრობილი.

3. ”ფრანც კაფკას თავი”, პრაღა, ჩეხეთი

10 მეტრიანი კონსტრუქცია შედგება 42 ფენისგან, რომლებიც ბრუნავს მუდმივად სხვადასხვა სიჩქარით. ქანდაკების ავტორი შეეცადა გამოეხატა ავტორის შემოქმედების არსი: კაფკას ნამუშევრებში პატარა ადამიანის ცნობიერება იშლება დაუღალავი ძალების გავლენის ქვეშ.

4. ”თავისუფლების განადგურება”, ქვიშის ქანდაკება, ტეხასი, აშშ, აშშ

აბრაამ ლინკოლნი, შეერთებული შტატების მე -16 პრეზიდენტი და ამერიკის ეროვნული გმირი, შოკირებულია იმით, თუ როგორ შეიცვალა თანამედროვე სამყარო.

5. «ცარიელი ბიბლიოთეკა», ბერლინი, გერმანია

1933 წელს, ბებელპლაცის მოედანზე 20 ათასი წიგნი დაწვეს კოცონში ფაშისტმა-სტუდენტებმა. ეს იყო ნაცისტების მიმართ მტრულად განწყობილი ავტორების ნამუშევრები: მანი, რემარკი, აინშტაინი და სხვები. ძეგლი წარმოადგენს კუბიკს, რომელიც ჩაშენებულია მიწაში, ცარიელი თაროებით. მემორიალის მახლობლად კი პატარა დაფა, სადაც  ჰენრიხ ჰაინეს
(ამ საღამოს მისი წიგნებიც დაიწვა) სიტყვებია ამოტვიფრული: «ეს იყო მხოლოდ პრელუდია: იქ სადაც წიგნებს წვავენ, მოგვიანებით ადამიანებსაც დაწვავენ.»

6. იორკშირის ტერიერის ძეგლი, სახელად სმოკი, რომელმაც ომში მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა

1944 წლის თებერვალში, ახალი გვინეას ჯუნგლებში, ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს უსახლკარო იორკშირის ტერიერი — სმოკი. ძაღლს უვლიდა კაპრალი უინი, რომელთანაც სმოკიმ შემდგომში მეორე მსოფლიო ომი ბოლომდე გაიარა.

ტერიერი გადახტა პარაშუტით, გააფრთხილა ჯარისკაცები საჰაერო თავდასხმების შესახებ, დაეხმარა სამხედრო აეროპორტის მშენებლობისთვის კაბელის გაყვანაში და მიიღო რამდენიმე ჯილდო. ომის შემდეგ, ძაღლი, მეპატრონესთან ერთად, გამოჩნდა ტელევიზორში და გახდა ნამდვილი ცნობილი. სმოკი დიდხანს ცხოვრობდა. მან დაამტკიცა, რომ პატარა სხეულშიც კი (ძაღლი 1.8 კგ იწონიდა) შესაძლოა ძგერდეს დიდი და თამამი გული.

7. მეორე მსოფლიო ომის ქალთა ძეგლი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მეორე მსოფლიო ომის დროს, მამაკაცთა უმეტესობა ფრონტზე წავიდა, ამიტომაც ქალებს მოუწიათ მძიმე შრომის გაწევა. ეს ძეგლი ეძღვნება იმ უმშვენიერესი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც რთულ პერიოდში მოუწიათ მუშაობა როგორც მამაკაცებს და უდიდესი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში.

8. «მოჩვენებითი» ჯარისკაცები, სლიმბრიჯი, დიდი ბრიტანეთი

ძველ სასაფლაოზე, სადაც პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცების საფლავებია განთავსებული, ადგილობრივმა მხატვარმა ააგო მოჩვენებების ქანდაკებები. ისინი ეძღვნება სოფელ სლიმბრიჯის 11 მაცხოვრებელს, რომლებიც არ დაბრუნებულან ბრძოლის ველიდან.

9. გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტალაცია იმ ბავშვების ხსოვნისადმი, რომლებიც ვეღარასოდეს ვერ  წავლენ სკოლაში, ნიუ – იორკი, აშშ

UNICEF- მა გადაწყვიტა შეახსენოს მსოფლიოს, რომ ბავშვები ყოველდღე იღუპებიან შეიარაღებულ კონფლიქტებში. ორგანიზაციის აქტივისტებმა გაეროს შტაბის წინ აღმართეს 3,758 სატელიტი, სადაც ის ბავშვების ხსოვნას ემსახურება.

10. ებრაელი ბავშვების თავშესაფრის მემორიალური კედელი, ბერლინი, გერმანია

ეს ადგილი იყო გერმანელ-ებრაელი მასწავლებლის ბარუხ აუერბახის ბავშვთა სახლი, მაგრამ 1942 წელს ნაცისტებმა ბავშვები აუშვიცში გადაასახლეს, ხოლო შენობა მოგვიანებით დაბომბეს. სახლიდან მხოლოდ კედელი იყო, რომელზეც ახლა მოჩუქურთმებულია იმ ბავშვების სახელები, რომლებიც აქ ერთ დროს ცხოვრობდნენ

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ღმერთმა დაგიფაროთ ასეთებთან რაიმე სახის ურთიერთობისგან

17 დეკემბერს, ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ათი, აქამდე უცნობი, ისტორიული ფაქტი

დატოვე კომენტარი