შემზარავი შემთხვევა პანკისის ხეობაში, სადაც სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს.
ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს, როგორც არსებული ინფორმაციით ირკვევა გოგონა სახლის სახურავზე ასვლას და დის პატარა სათამაშოს ჩამოღებას ცდილობდა, როდესაც სახურავის რკინაზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და ადგილზე გაიგუდა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ადგილობრივი მცხოვრები ნესტან ფარეულიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარებამ ცოტა დაიგვიანა და ადგილზე მოძიებული მანქანით სცადეს წაიყვანათ საავადმყოფოში, თუმცა იქამდე ვერ მიაღწია.
“სასწრაფო დახმარებას რომ დავურეკეთ ცოტა დაიგვიანა და ჩვენთვითონ მოვნახეთ მანქანა და გავუგზავნეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე,”-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
Loading…
