ფოტო/ვიდეო

10 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომელიც ალბათ აქამდე არასოდეს გინახავთ

მოდით გადავხედოთ რამდენიმე ისტორიულ მომენტს — როგორც დიდს, ასევე პატარას — რომლებიც დაგვეხმარება სამყაროს სხვა კუთხით დანახვაში.

1969 წელს, როდესაც შავკანიან ამერიკელებს ჯერ კიდევ არ აძლევდნენ თეთრებთან ერთად ბანაობის უფლებას, მისტერ როჯერსმა გადაწყვიტა მოეწვია ოფიცერი კლემონსი, რათა შეუერთდეს მას და აუზში ფეხები გაეცივებინა.

1943 წლის 8 თებერვალს ნაცისტებმა ჩამოახრჩვეს 17 წლის ლეპა რადიჩი მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიის პარტიზანულ მოძრაობაში ყოფნის გამო. როდესაც მათ ჰკითხეს მისი თანამზრახველების ვინაობაზე, მან უპასუხა: „მათ გაიცნობთ, როცა შურისძიებისთვის მოვლენ“.

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია ინდიელი ამერიკელი მგელთან ერთად — მგლებზე მითებისგან განსხვავებით, ინდიელები ინარჩუნებდნენ მჭიდრო და პატივისცემით ურთიერთობას მგლებთან.

ჰარლემის სასურსათო მაღაზიის გამყიდველი, რომელიც მაღაზიის წინ დგას, 1937 წელი.

ებრაელი პატიმრები «სიკვდილის მატარებლიდან» გათავისუფლების შემდეგ, 1945 წ.

ბიჭი და მისი მანქანა, 1930 წ. პატარა კაცს საკუთარი სტილი აქვს.

იაპონელი წყვილი სარკეში სელფს იღებს, 1920 წ.

ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც ბოსტონის მარათონში მიიღო მონაწილეობა. 1966 წელს მან ნომრის გარეშე ირბინა, რადგან ქალებს რბოლაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

22 წლის «ვასპ»-ის პილოტი, შირლი სლეიდი მფრინავის ჩაფხუტით, სათვალეებით და ხელთათმანებით,

ფოტო, რომელზეც გამოსახულია გამომგონებელი ჩარლზ ს.ლ. და მისი ასისტენტი ბეიკერი, რომლებიც  გათბობის სისტემის/რადიატორის დემონსტრირებას ახდენენ. 1906 წ

მსგავსი პოსტები

1989 წლის 9 აპრილი — დოკუმენტური ვიდეო კადრები

Joni Kvaracxelia

ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის მონაწილეებს ხვდება (Live)

Joni Kvaracxelia

ზელენსკის შეცდომა

დატოვე კომენტარი