ჯერჯერობით წყაროს დადგენა ძიების პროცესშია, 15 ადამიანია გატესტილი, მათ შორის ბავშვის ბებია და ბაბუა. ჯერჯერობით ინფიცირების წყარო ისევ უცნობია, — ამის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო გაბისონიამ, კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მცირეა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება.
Loading…