20-21 ივნისის საქმეების გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდა — ადამიანის უფლებათა ცენტრი

0
356

30 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, მათი რეაგირების ხარისხი უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და განხორციელებული საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისკენ. „2019 წელი დასამახსოვრებელი იყო აქციების სპეციალური საშუალებით დაშლისას სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალით”, — ამის შესახებ “ ადამიანის უფლებათა ცენტრის” 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, 20-21 ივნისის საქმეების გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდა. ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დევნის ნიშნებზე. “ადამიანის უფლებათა ცენტრი მონაწილეობდა იმ მონიტორინგში რომელიც სახალხო დამცველმა განახორციელა პენიტენციურ სისტემაში. ამ ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს რომ ბოლო წლებში “მაყურებლის” გავლენა გაზრდილია ციხეებში

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ