covid-19განცხადებები

ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც არ მიუღია და რომ არავაქცინირებული ხალხი ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამერიკელების ვაქცინაციაში, მაგრამ ახლა არავაქცინირებულთა პანდემია გვაქვს. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს — აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე. ბოლო რვა თვის განმავლობაში, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ახლა კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ. გვაქვს ინსტრუმენტები და გეგმა და ეს სამუშაო ერთად უნდა დავასრულოთ“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«25 დღის არხმა, 25 წლის არხს… ცხრიანმა მთავარმა ცხრიან კურიერს 2%ით მოუგო»-ნიკა გვარამია

საქართველოში 200 000 ანტიგენის ტესტი, ჩარტერით გამოიგზავნება

182 ახალი კოვიდინფიცირებული საქართველოში

დატოვე კომენტარი