განცხადებები

«ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი»-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა და ვიდეომიმრთვაც გაავრცელა:

„ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი?!-იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როცა გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი, ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. ჩვენ მრავალათასწლოვან ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი მაგალითი. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე. მისი საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება, საბოლოო განთავისუფლება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციებს-უკრაინის საელჩოს განცხადება

roma sajaia

ომიკრონის» ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს-პაატა იმნაძე

«2012 წლის არჩევნებში რუსეთი აქტიურად ერეოდა»- სააკაშვილი fox news-თან ინტერვიუში

დატოვე კომენტარი