პოლიტიკა

ჯანეზაშვილისა და დოლიძის პროტესტი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით სანამ ფორმატი არ შეიცვლება, ისინი შეხვედრებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. ასევე ისინი ამ ფორმატის არალეგიტიმურობასაც უსვამენ ხაზს.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ: როდესაც შემუშავდება პროცედურა, რომ დაცული იქნება ჩვენი ხმა, საშუალება გვექნება რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და ეს მოსაზრება გათვალისწინებული იქნება და გახდება ცნობილი საზოგადოებისა და პარლამენტისათვის, მაშინ ვიქნები მზად, რომ მე ამ ჯგუფში მივიღო მონაწილეობა. მანამდე ეს არის ჩვენი დროის და აქ დამსწრე ადამიანების დროის ტყუილი ფლანგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი: მოიყვანეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალოდ სიაში, მათ შორის იყვნენ მოსამართლე ქადაგიძე, ცისკაძე, მოსამართლე ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ სიაში ამ ფორმით ყოფნას და ამ ფორმით წარდგენას, შემდეგ უკვე პარლამენტში, მათთან ერთად ვისმჯელო კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რექს ტილერსონი: “ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სამხედრო წარმოებას შეფერხებები შეუქმნა

მაიკ პომპეო თბილისში ჩამოდის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო რევაზ ნადარაიამ დატოვა

დატოვე კომენტარი