ანალიტიკაპუბლიკაციები

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელი კოლაფსი

საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილების მიხედვით სახელმწიფო ამცირებს ტარიფებს საქართველოში ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ და ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ. დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები. მკურნალობის ღირებულება ინტენსიური თერაპიის 1 და 2-3 დონის ინტენსიურ განყოფილებაში იმდენად შემცირებულია, რომ მოსალოდნელია განყოფილების ზარალიანობის გამო გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიური საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტის მკურნალობის ხარისხის და გამოსავლის მკვეთრად გაუარესება. დადგენილების მიღებამდე ჯანდაცვის სამინისტროს ტარიფების განხილვა არ გაუმართავს არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან. მაგალითად, გაუგებარია რის საფუძველზეა გათვლილი და დადგენილი არითმოლოგიის ტარიფები, რადგან მხოლოდ საიმპლანტაციო აპარატის ღირებულება დადგენილ ტარიფზე უფრო ძვირია. ასევე, საყოველთაო დაზღვევის შემოღების დღიდან საქართველოს მთავრობის #36 დადგენილებით მოსარგებლეებს არ უფინანსდებათ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევები, როგორიცაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, ასევე გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია და კათეტერული აბლაცია (ნაწილობრივ ფინანსდება მხოლოდ საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის). ახალგაზრდა ადამიანებს სასიცოცხლოდ საშიში არითმიებით და უეცარი სიკვდილის რისკით სახელმწიფო პირდაპირ უარს ეუბნება დაფინანსებაზე. ახალი ტარიფებით, ვისთვისაც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო აღნიშნული სერვისის მიწოდება, მათთვისაც მკურნალობა ახლა უკვე შეუძლებელი გახდება.

5 ნოემბრის შოკისმომგვრელი დადგენილება (#520) უკვე 21 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. მიუხედავად 26 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნისა ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვით არ გადაავადა დადგენილების ამოქმედება. გადავადება საშუალებას მისცემდა განხილული ყოფილიყო ყველა პრობლემური საკითხი და მომხდარიყო ისეთი გონივრული ტარიფების დამტკიცება, რომელიც რეალურად ასახავდა დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი ნაბიჯებით აზარალებს არა მხოლოდ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს არამედ პირველ რიგში პაციენტებს, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდება ან შეუწყდება, რაც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ჯანმრთელობის უფლების უხეში დარღვევაა.

სამედიცინო სფეროში შექმნილ უამრავ პრობლემას დაემატა ახალი პრობლემა — #520 დადგენილება, რომელმაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული კოლაფსი გამოიწვიოს. ინფორმაცია მოგვაწოდა “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ჯებაშვილმა

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«რას ნიშნავს ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალ მინისტრთა კაბინეტში გახარიას პრემიერ მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის შესახენ?»

Joni Kvaracxelia

თევდორე სუსანინი – გმირის დაკოპირებული ისტორია

Joni Kvaracxelia

აშშ-მა მოამზადა ახალი «ჯოჯოხეთის სანქციები»: ჟურნალისტმა განმარტა, თუ როგორ განადგურდება რუსეთი ფინანსურად

დატოვე კომენტარი