განცხადებებისოცქსელი

«ხვალ 18 ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი»-რას წერს ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე?

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, გუშინდელ ეკა ბესელიას ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელმაც მან პარლამენტის წინ აქციის სხვა ფორმატში გადაცემაში  სტუმრობისას გააკეთა.

«მართლა ზღვარს გადასულო დეიდა!!

შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა რბილად რომ ვთქვათ.
დღეს დგას იმ ადგილას სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს????
ბოდიშით ქალბატონო ეკა მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!!!!
ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ????
ხვალ 18 ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი,რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!!!!
ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე,რომელმაც ცოცხალი(და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ!!!!
ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას უფალი არავის ივიწყებს!!!»-წერს სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ დააჯარიმეს დავით ქაცარავა

Joni Kvaracxelia

«არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის»-მეუფე გრიგოლი

ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა

დატოვე კომენტარი