პოლიტიკა

ხვალ კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

ხვალ პარლამენტის კომიტეტებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტს განიხილავენ.

ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს, ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დღის ბოლოს კი დაგეგმილია პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველო როგორც ფულის გამთეთრებელი ქვეყანა- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგაშო ანგარიში

Joni Kvaracxelia

პრემიერი გადადგა

Joni Kvaracxelia

ჟენევაში შედგა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა. იგი მოსალოდნელ დროზე ადრე დასრულდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი