განცხადებებისოცქსელი

«ხვალ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოა…ივანიშვილ-გახარიამ საქართველო დუელში გამოიწვია!»

«ხვალ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოა.
ბეწვის ხიდზე დადიხართ ივანიშვილო და გახარია.
ვერასდროს ჩამოიწმენდთ იმ სისხლს, რომელის 20-21 ივნისს დაღვარეთ.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ ულამაზესი მაკო გომურის თვალის დაკარგვაში დამნაშავე ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი ან ის 17 პოლიტპატიმარია.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ გავრილოვი საქართველოში ქართველი ხალხის სიკეთისთვის ჩამოვიდა.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ «გავრილოვის პატიმრებს» სახელმწიფის გადატრიალება შეეძლოთ.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ შეიარაღებულ პოლიციას აჯობა უიარაღო ხალხმა.
ყველამ ყველაფერი იცის, საქართველო არ გაპატიებთ სახეში შეფურთხებას.
ჩვენ აუცილებლათ დავამტკიცებთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე სისხლიანი რეჟიმი და ასეთი სახელითაც შეხვალთ საქართველოს ისტორიაში. თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მთელმა თქვენმა მონაგარმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა ცოდვით წახვედით ამ ქვეყნიდან.
ქართველი ერი არასდროს მოგცემთ უფლებას რუსეთის გუბერნიად გვაქციოთ.
მალე ჩამოგენგრევათ სასამართლო სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეული და შეურაცხყოფილია. პროკურატურა ისედაც ჯიბეში გიზით.
მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, ვინც სისხლით გაძღა, ის ძილით ვერ გაძღაო. თქვენ უკვე დაღვარეთ სისხლი.
მორალური გადარჩენისთვის მაინც აჯობეთ საკუთარ თავს, გაბედეთ სიმართლისთვის თვალის გასწორება. აღიარეთ, რომ გავრილოვის პატიმრები დამნაშავეები არ არიან. ნუღარ ჩააფურთხებთ სულში მოსამართლეებს, მათაც ჰყავთ შვილები და დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში მათაც უნდათ ამაყად ჩაჰხედონ მათ თვალებში.
ივანიშვილ-გახარიამ საქართველო დუელში გამოიწვია!
ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. სხვა გზა არ არსებობს!
ივანიშვილო, ხვალ გაქვს შანსი აღიარო, რომ ოქრუაშვილი არის შენი პირადი პატიმარი, ან გადალახო ის შიში ოქრუაშვილისა, რომელიც ღამე არ გაძინებს და გამოუშვა.
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!»-წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი ქუჩაში მალე გამოვა»-გუბაზ სანიკიძე

«ძალიან მეწყინა»-რა ეწყინა ოპოზიციისგან ციხეში ყოფნისას ნიკა მელიას?(ვიდეო)

roma sajaia

«თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მთავრობასთან უკვე დაიწყო…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

დატოვე კომენტარი