სხვადასხვა

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ ჰაერის ტემპერატურა +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე დათბება.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა

«გახრწნილი შნირი რომ იყავი ამაში ეჭვი არ შემპარებია…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი ვოლსკს

9 წლის ქაიან ბელქანიას წალენჯიხის მერია განათლების მიღებაში ფინანსურად დახმარება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი