განცხადებები

«ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება — პატივსაცემი?»

«ქართულ ოცნებას კვირაში ცხრა პარასკევი და ალბათ 29 სტანდარტი აქვს.

ხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო — დაადანაშაულეს სექსიზმში, ქალთა უფლებების დარღვევაში და ა.შ.
და რა ხდება ახლა? ქოცმა დეპუტატმა საკუთარი თაშემწის გაუპატიურება სცადა, მასზე ფიზიკურად იძალადა, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვს, სამართალს ეძებს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე იყო!

გოდებდა ყველა — დაწყებული ქოცი მინისტრებიდან, დეპუტატებიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით და მოხალისე მხარდამჭერებით! ნიუს ნიუსზე აცხობდნენ ხელისუფელების მიერ ნაკვები სააგენტოები და ფეიჯები. ახლა? არავისგან ჩამი-ჩუმი! პასუხი ერთი — დაველოდოთ გამოძიებას.

ის ვინც შენიშვნას იმსახურებს არაკორექტული განცხადების გამო, ანათემას გადასცა ქოც-საზოგადოებამ — ბულინგის მასტერკლასი ჩაუტარა და ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, არც დაუკითხავს ხელისუფლებას! მის მხარდამჭერებს კი არც გაუკიცხავთ!

ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება — პატივსაცემი?»

ნიკა მელია, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გავიდეთ ქუჩაში და არ დავბრუნდეთ სახლში, სანამ ივანიშვილი და მისი ბანდა არ აღმოჩნდება გლდანის ციხეში»-შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

შალვა ნათელაშვილი ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნიდან გააკრიტიკა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი