კრიმინალი

ხაშურში 56 წლის კაცი დააკავეს არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 56 წლის კაცი, რომელსაც მეზობლის ბავშთან სექსუალური ხასიათის ქმედება ედება ბრალად. კაცი ხაშურში დააკავეს. ბავშვის ასაკს შსს-ში არ ასახელებენ.

«გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა», — აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ზუგდიდში წყვილის მალული ქორწინების გამო, სიმამრმა სასიძო დაჭრა

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ბიჭი თოფით დაჭრეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი