მსოფლიოში

ხარკოვში კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის პარტიის ბილბორდს ხსნიან

ხარკოვში, ქალაქის კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები ბალაშოვის ხიდის მიდამოებში განთავსებულ სარეკლამო ბილბორდს ხსნიან. სარეკლამო ბილბორდი სააკაშვილის პარტიის, «ახალი ძალების მოძრაობის» საკუთრებაა.

მასზე დატანილია შემდეგი შინაარსის წარწერა: «ვინ ჩასვამს კარნესს? სააკაშვილის ანტიკორუფციული სპეცრაზმი» და საარჩევნო ბიულეტენში პარტიის ნომერი.

ადგილზე იმყოფებიან პარტიის წარმომადგენლები. გამოძახებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, უკრაინაში ტარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია «ახალი ძალების მოძრაობა».

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ნატოს 13 ხომალდი სტოკჰოლმის ფრიჰამნენის პორტში ჩავიდა

გარდაიცვალა 76 წლის ბრიტანელი რეჟისორი, ალან პარკერი

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება მიიღო

დატოვე კომენტარი