სხვადასხვა

ჭიათურაში მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს

«იმედინიუსის» ინფორმაციით ჭიათურაში მაღაროელებთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

მაღაროელებთან შეთანხმება მიღწეულია და მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

შეთანხმების თანახმად მაღაროელებს 1 ივნისიდან ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10%-ით.

მარარლოების განცხადებით ისინი მუშაობას ხვალიდან განაახლებენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა»-დაპირისპირება 51-ე საჯარო სკოლის ეზოში

ქალბატონი ია კერზაია გარდაიცვალა

ესპანელი მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი