ანალიტიკაპუბლიკაციები

ჭანური ტოპონიმიკა (მოკლე მიმოხილვა)

ჭანები, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთს ეწოდებოდა “ჭანნი ოკაენელნი” და მეორეს “ჭანნი ქოქსჳლინელნი”; შუაგულ ჭანეთში კი შემდეგი დაბა-ციხეები ყოფილა: სქამალინიხონ (სხამალინიხონ), რომელიც ჯვარედინ გზაზე დგას, ხართონ, კენა, სისილისონი, ბურგუ, ჭანჭახა (ტძანძაკონ) (პ რ ო კ ო პ ი, De aed, III, 6; ნ. ადონცი, Армения, 61)”.
ივ. ჯავახიშვილი მსჯელობს ზემოთ მოხსენიებული გეოგრაფიული და ეთნიკური სახელწოდებების წარმომავლობის თაობაზე. სახელდობრ, იგი ამბობს: “პირველი გეოგრაფიული სახელი ნამდვილად ჭანურია და შეიძლება წარმომდგარიყოს “შქა-მალი-ნოღა”-სგან, “შქა” ჭანურად შუას ჰნიშნავს, ხოლო “ნოღა” საბაზრო ადგილს, ქალაქს, მაშასადამე “შქამალი ნოღა” შეიძლება “შუაქალაქად” გადმოვთარგმნოთ, რაც მის მდებარეობასაც შეეფერება; ხართონ უდრის “ღართს”, ეხლაც ამგვარი სახელი შენახულია ქართლში, შეადარეთ, მაგალითად, “ღართის კარი”; “ბურღე” წარმომდგარი უნდა იყოს “ბურღი”-საგან, რაც ჭანურად ტყის ერთს მრავალფურცლიან მცენარესა ჰქვია (ნ. მ ა რ რ ი, ჭანური გრამატიკა, 132) და ამავე ფესვისა უნდა იყოს მეორე ჭანური გეოგრაფიული სახელი “მურღული”-ც (მურღულის ხეობა); “ჭანჭახა”, (ჭანჭახა — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მღებრიანის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, გორიდან 42 კილომეტრი, 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.) კენა უდრის “კაენ”-ს და სწორედ ასე კაენა პარემბოლა იწოდება იგი ლათინურად (ნ. ა დ ო ნ ც ი, Армения, 100). “ოკაენელი” მეგრული აგებულების სიტყვაა და “ო” ჩვეულებრივი მეგრულ-ჭანური თავსართია; მაშასადამე, “ჭანნი ოკაენელნი” ჰნიშნავს კაენელ ჭანებს; ეს იმ ჭანების ნაშთი იქნება რომელთა წინაპარად დაბადებაში “ტუბალ-კაენია” დასახელებული. ერთი სიტყვით, იმდროინდელი ჭანების ყველა საგეოგრაფიო სახელების ახსნა ჭანურ-ქართულით შეიძლება” ასკვნის ივ. ჯავახიშვილი. შემდეგ იგი განაგრძობს:
“შემდეგ საუკუნეებში თითქმის ყველა ზემოაღნიშნული ტომები ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდნენ; ყველამ მოუხარა ქედი იმ ჭანების გარდა, რომელნიც მთა ადგილებში ბინადრობდნენ. მხოლოდ იმათი სახელი-ღა ისმის საისტორიო თხზულებებში უფრო ხშირად.
ქუთაისში არქიელის გორას “უქიმერიონს” ეძახიან და ეს სახელი, როგორც პროკოპი კესარიელის ისტორიიდან ჩანს, VI ს. უკვე ყოფილა; უქიმერიონი უდრის მეგრულს “ოხვამერი”-ს და სალოცავს ჰნიშნავს. ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრლებს უნდა სჭეროდათ;
ს.ყაუხჩიშვილი: ,,ტრაპიზონის სამეფოს” მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული ტომისაგან – ჭანებისაგან – შედგებოდა”.
ლაონიკე ხალკოკონდილეს მიხედვით ,,…ჭანიდებს უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრიამდე…” ( საუბარია თურქეთის, ბართინის პროვინციაზე, ამჟამად ეწოდება ამასრა, რუსულად ამასტრიდა, რომელიც მდებარეობს თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში სარფიდან 964 კილომეტრში.) ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით თითქმის მთელი შავი ზღვისპირა ზოლი ჭანებს,ლაზებს და მეგრელებს ეკუთვნოდა და განიყოფებოდა სამ ნაწილად.
პლინიუსის, პროკოპი კესარიელის და სხვათა გადმოცემით ირკვევა რომ ჭანები და ლაზები სხვადასხვა ტომებია, თუმცა მონათესავე და მათი ერთ ჯგუფად დასახელება გამოიწვია იმან რომ ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ, IX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ტრაპეზუნტის მხარეში მდებარე პონტოს ხალდიის ეპარქიის აღსანიშნავად სახელწოდების, “ლაზიკის სამიტროპოლიტო” გამოიყენებოდა. ლაზიკის ეპარქიაში მოექცა ჭანეთიც. ჭანებს და ლაზებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ტერიტორიულად ისე ერთმანეთთან. დღევანდელი მონაცემებით ლაზ-ჭანების საერთო რაოდენობა დაახლოებით 500000 კაციდან 1,5 მილიონ კაცამდე აღწევს. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში.
სტრაბონის ცნობით კაბადოკიელები ჭანურად ლაპარაკობდნენ და რომ კაბადოკიაც -ჭანეთი იყო. ისტორიული წყაროებით , ბიზანტიელი, ქართველი, სომეხი და სხვა ისტორიკოსების ცნობებით ვასკვნით რომ ჭანების, ლაზების და კოლხების ტერიტორია მოიცავდა კაბადოკიიდან თურქეთის ტერიტორიის სიღრმიდან მოყოლებული ქალაქ ამასტრია ამჟამინდელი თურქეთის ბართინის პროვინციის ჩათვლით მთელი შავიზღვისპირეთს ქალაქ ანაპის იქით, ტამანის ნახევარკუნძულამდე. (ანაპა ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.) (ტამანის ნახევარკუნძული, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კავკასიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ გაგრძელებაზე. აკრავს შავი ზღვა, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე. ფართობი 2 ათ. კმ².) მთელი ზღვისპირეთი განიყოფებოდა სამ ნაწილად ჭანების ლაზების და კოლხების ტერიტორიად. წყალტუბო ქუთაისი და სამეგრელოს ტერიტორიის ჩათვლით. ასევე გორის ტერიტორიაზეც მოხსენებულია ჭანური კვალი სოფელი ჭანჭახა, კახეთსა და ხევსურეთშიც ჭანები მოხსენებულია წანარებად როგორც ამ რეგიონისთვის სულისჩამდგმელად და დამხმარედ. წანარების ჭანობას ადასტურებებნ როგორც ბიზანტიელი, სომეხი ასევე ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსები. წანარები სათავეში უდგებიან ახალი დამპყრობლების – არაბების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში მათ გაიერთიანეს არა მარტო კახეთის მთიულები, არამედ არაბთა სახალიფოს ბატონობით უკმაყოფილო ყველა ტომი, მათვე უერთდებიან ჩრდილოკავკასიელი ტომებიც. წანარები წარმოადგენდნენ ანტიარაბული ფრონტის მრისხანე ძალას, რის შემდეგ ჩაუყარეს საფუძველი დღევანდელი კახეთისა და ხევსურეთის მოსახლეობას.
რაც შეეხება წყალტუბოში ჭანურ — ზანურის კვალის არსებობას, თვითონ სიტყვა წყალტუბო ხომ ჭანურია და ნიშნავს თბილ წყალს, ,,წყარუ — ტუბო’’. ასევე მაგ.სოფელ ნამოხვანს წყალტუბოსთან, ძველად «ნაოხვამე» ერქვა. აქ ადგილი აქვს ზანური სახელების მოსული ქართული ელემენტის მიერ დამახინჯებულ გამოთქმასთან.

წანარები; ისტორიოგრაფიაში გარკვევით წერია, რომ ამ ტომებმა დაუდეს სათავე სწორედ მთიელებს და კახეთის მთლიან მოსახლეობას. კახეთის სამთავროს ჩამოყალიბებაში მათი წვლილი დიდია. ესენი იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური ტომი, რომლებიც უძველესი დროიდან განსახლებულნი იყვნენ წანარეთის ხევის ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში დარიალის ხეობა ეწოდა. ძველი წყაროების მიხედვით ეს ადგილი ამ ტომის სახელის მიხედვით ქვეყანა წანარეთად მოიხსენიება. ეს ტომი განსაკუთრებით დაწინაურდა VIII-IX საუკუნეებში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კახეთის სამთავროს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, მის სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ამ სახელით ქრებიან ისტორიის სარბიელიდან.
«ჭანი» და «წანი»-«წენი» ერთი და იგივეა: «ჭანის-წყალს» მეგრულად ქვია «წენ-წყარი», კუთხე სამეგრელოში «წენ-ჯიხა»-«წალენ-ჯიხა»-«ჭელენ-ჯიხა» ნიშნავს «წანის-ციხეს», «წენ-დიხა» კი ნიშნავს «წანის მიწას». სომხები «ჭანებს» უწოდებენ ასევე «წანებს». სომეხი ისტორიკოსის ვარდანის ცნობით აღმოსავლეთ საქართველოს «წანარები» ჭანეთის ხალდეადან არიან და ამიტომ მათ თავიანთ ქვეყანას უწოდეს «წანარქიო». ( ჩემი ვარაუდით თვითონ სიტყვა წანარქიო ჭანურია და უნდა ნიშნავდეს წანების იგივე ჭანების ქვეყანას წანარ -ქიო იგივე ,,წანარიშ ქიანა ‘’) . მოსე ხორენეცი კი ასეთ ცნობას გვაწვდის კეისარ ტაციტუსის მკვლელობის შესახებ: ”ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში, ესე იგი ხალდეთში”. დაბოლოება «არი» ზანურია, რაც ასევე ადასტურებს «წანარების» ზანობას. «წანარები»ასევე შეადგენდნენ აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის და მთიანეთის) ძირითად მოსახლეობას და ამდენად «ზანი-წანი» ასევე შეიძლება ჩაითვალოს პარალელურ ზოგადეროვნულ ეთნონიმად და არა მხოლოდ ლაზ-მეგრელების ეთნონიმად, ენობრივ ასპექტში კი ზანური მართლაც მხოლოდ მეგრულ-ლაზურს აღნიშნავს. ზანებზე მიგვანიშნებს ჰიდრონიმი «ალაზანი» -ეს «ალა»-«ალ» აშკარად თავსართია
გიორგი მთაწმინდელის «აკათისტოს საკითხავის» ქართული ვერსიის მიხედვით — მეგრელთა მხარე: აქაც სრული თანხვედრა გვაქვს ჭანებისა და მეგრელების იდენტობასთან დაკავშირებით. წანარი არის იგივე ჭანი, წანი,სემანტიკა მეგრულ ენაში დაცულია. ეს წანარი ტომები გადადიან და აარსებენ კახეთს და ხევსურეთს, საფუძველს უყრიან ამ მხარეების ათვისებას. ამიტომ არის მთლიანად მეგრული ტოპონიმებით სავსე ეს მხარე. სომხურ და ზოგიერთ ბიზანტიურ წყაროებში ჩვენ შემონახული გვაქვს ზეპირი გადმოცემა რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ ცენტრალური კავკასიონის რაიონში მცხოვრები წანარების წინაპრები იყვნენ დასავლურ-ქართული ტომი „ხალდები». (პავლე ინგოროყვა)ხალდია არის სწორედ ჭანების ქვეყანა, დღევანდელი ტრაპიზონის მხარე, სადაც მოსახლეობდნენ ჭანები ანუ მთიელი მეგრელები, მთაში მცხოვრები. ხალდია ქვეყანა, თემი ნიშნავს ტრაპიზონის მხარეს. რომელიც ჭოროხიდან თერმოდონტამდე ვრცელდებოდა.
„წან“-ი იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანურ-მეგრული განშტოებისა. თუ როდის ჩნდება „წან“-ების(წანარების) ეთნიკური ელემენტი მეტად საინტერესო რეგიონში, ცენტრალურ კავკასიონში (დარიალის კარი, „წანარეთის ხევი“), ამის ქრონოლოგიურად განსაზღვრა ფრიად ძნელია. თვით ფაქტი „წან“-ების გამოყოფისა ჭანურ-მეგრულის ძირითადი მასიდან საკმაოდ ძველ დროში უნდა მომხდარიყო. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ პტოლემაიოსის (II-ს) ჩვენებას, მაშინ წანარები („წან-“ები ) ანტიკურ ხანაში და საფიქრებელია, ამაზე უფრო ადრეც, უკვე ცენტრალური კავკასიონის (დარიალის კარი და მისი მიმდგომი მთიანეთი) რაიონში უნდა ვიგულვოთ. ამის შემდეგ წანართა ისტორიული ბედ-იღბალი სხვა გზით წარიმართა: ისინი ცხოვრობენ აღმოსავლურ-ქართული მოსახლეობის გარემოცვაში, განიცდიან ამ უკანასკნელთა ენის ძლიერ გავლენას. ყოველივე ეს კი იწვევს მათს სრულ მოწყვეტას ჭანურ-მეგრული ეთნიკური სამყაროსაგან.
ლეონტი მროველმა ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი, იგივე საკუვთრივ ეგრისის ჩრდილოეთი უძველესი საზღვარი. თანამედროვე ქართულით ლეონტის ეს ცნობა ასე ყალიბდება: ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი გადის მდინარე ყუბანზე, ამ მდინარის მთელს დინებაზე, სათავიდან შესართავამდე, იმ შესართავამდე, სადაც მას კავკასიონის ქედის დასაწყისი უახლოვდება, ანუ მდინარე ყუბანის შავი ზღვის შესართავამდე. ასე რომ, ლეონტი მროველის თანახმად, მდინარე ყუბანის მთელი მარცხენა ნაპირის ქვეყანა, შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით, ტამანის ნახევარკუნძულამდე ყოფილა საქართველოს, საკუთრივ, ეგრისის ისეთივე მკვიდრი ნაწილი, როგორიც იყო, ვთქვათ, ბედია, უწინდელი ეგრისი, სადაც ეგროსმა ქალაქი აიშენა.
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ურიცხვ ველურ მტერთა ათასგზის შემოსევებმა სხვათა მრავალთა შორის ქართული საისტორიო საბუთებიც უწყალოდ გაანადგურა, მტერმა მთლიანად ვერც საქართველო მოსპო და ვერც მისი ისტორიული წყაროები. XVI საუკუნის ძვირფას ძეგლში, „ბიჭვინთის იადგარში“ ნათქვამია, რომ ბიჭვინთის კათალიკოსის სამწყსო მდებარეობს „ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის საზღუარსა და ჭანეთს შუა“ . აქ აღნიშნულია საკათალიკოსოს ოთხივე მხარის საზღვარი. აღმოსავლეთით ლიხის ქედი: სამხრეთით ჭანეთი, ჩრდილოეთით — რუსეთი, ხოლო დასავლეთის ნაცვლად, ე.ი. შავი ზღვის მაგივრად მითითებულია ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი — კაფა. რადგან დასავლეთის საზღვარი ისედაც ცხადი იყო: განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებოდა ჩრდილო-დასავლეთის საზღვარს, საიდანაც უკვე ტალღებად შემოდიოდნენ ჩერქეზი ხიზნები საქართველოში. და აი — კაფას ამ საზღვრად აღნიშვნა, ერთგვარი დაიმედებაა იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს პირიქითა საქართველო, ამ წყაროთი, ვითარცა ქართული, მართლმადიდებლური საქრისტიანო ქვეყანა. საქმე ისაა, რომ კაფა არის მდინარე ყუბანის ერთ-ერთი სახელწოდების — კოპას ქართული ფორმა. ყუბანს სხვადასხვა დროსა და ავტორებთან ერქვა: ჰიპანისი, ანტიკიტესი, ვარდა, ბურლიკი… კოპა მას გენუელთა კოლონიზაციის დროს ეწოდა, ე.ი. XIII-XIV საუკუნეებში.

Loading…

გელენჯიკის განმარტება ჭანურ — მეგრული ენით — გალენ არის გარე, ხოლო ჯიხა — ციხე და ამდენად გელენჯიკ-გალენჯიხა ქართულად ნიშნავს გარეციხეს.
ჯემეტე — დაბა ანაპას რაიონში. მეგრულად და სვანურად ჯიმ მარილს ნიშნავს. ჯემეტე — ჯიმითი ქართულად იქნება მარილეთი. რატომ მაინც და მაინც მარილეთი? საქმე ის არის, რომ ნიჟნეე ჯემეტე ანუ ქვემო მარილეთი მდებარეობს სწორედ მლაშე, გნებავთ, მარილიანი ტბის, უფრო ზუსტად, (ტამანის ნახევარკუნძულზე დაბლობებში არის მლაშე ლიმანური ტბები.) ლიმანის ნაპირას და ეტყობა ამ დასახლების უძველესი მკვიდრნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ადგილებში. ჯემეტე-ჯიმითი-მარილეთი. ჩხოროწყუს რაიონში გვხვდება თითქმის მსგავსი ტერმინოლოგიის სახელწოდების სოფელი ჯუმითი. ჯუმათი სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ჯუმი მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ჭანურისათვის დამახასიათებელია ონ სუფიქსი. ასევე ტიბარენები და ხალდები, ეს ყველანი ერთ იდენტობაში მოდიან. ჩვენ თუ ამ ხაზს გავყვებით, ყველაფერი წესრიგში ექცევა და არანაირ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. ,,ჭანივქი» თუ ხალტიკია. აქ ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. სანი, წანი, ლაზი, ჭანი,. არის ერთი და იგივე სახელები, უბრალოდ გვაქვს ფორმობრივი ვარიაციები. ამიტომ ქართველთა ხალტია და ხალდეთი იგივე კოლხების, მეგრელების სამოსახლო ადგილი იყო. ტრაპეზუნტის მხარის სოფლები ატარებენ ხალ ფუძიან სახელებს, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში დღეისთვის შემოგვრჩენ, როგორც ,,ჰალ, თუმცა ადვილი გასარკვევია, რომ აქ გვაქვს ხალ ვარიცებთან. ხ–ს ჰ –დ გადაქცევასთან. ასეთი სახელია მაგალითად ხალდიზენი. ხალდი გარკვეულია რასაც ნიშნავს, ზენი, არაა გამორიცხული და სავარაუდოდ , ნიშნავს ვაკე ს, დაბალ ადგილს. შდ.რზენი, ნარაზენი, ზედაზენი და სხვა სახელები. რომელიც კოლხური რზენიდან უნდა მოდიოდეს. ხალდია მუდმივად უკავშირდება ლაზეთს და ჭანეთს, მაგ,აბულ ფედა, X საუკუნის არაბი ისტორიკოსი, ტრაპეზუნტს, ძირითადად ლაზურ ნავსადგურად მიიჩნევს. ხალდების სახელი იგივე ქალდების ასეთ ვარიაციას გვაძლევს ხალდი, – ქალდი, შეიძლება ქარდი, შემდეგ ელი მაწარმოებლით მიგვეღო ქარდუელი. კალდუელი, კალდუ და კარდუ. ეს ვარიაციები შეიძლება თანმიმდევრობას ვერ იცავდნენ, მაგრამ ისინი სწორედ ამ ფორმაციას გადიოდნენ. კარდუხი და სხვა. ხი სუფიქსი თავიდან ხურიტულში ჩანს, მაგრამ დღეს ის არის მეგრულ ენაში და აღნიშნავს ხალხს. ამიტომ ამ ქარდუელისგან შეიძლება გაჩენილიყო ტერმინი ქართუელი და ამას ძალიან ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, მაგრამ არის ერთი გარემოება, უძველესი ქართული სახელი სწორედ კოლხურიდან იგივე მეგრულიდან მომდინარეობს და ქართველის ცნების პირველი ჩამყრელიც მეგრული შტო გამოდის. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, უძველეს ხალდებს ჭანებს, ლაზებს, მეგრელებს ეწოდათ ქარდუელები. აქ მთლიანად გამოირიცხა ცალკე ქართული, რომელიც მეგრულს აერთიანებს, არამედ პირიქით თავად ლაზს, მეგრელს ჭანს,სვანს ერქმევა კრებითი სახელი ქარდუელი თუ ქართველი.
საინტერესოა, ზაქარია ჭიჭინაძის მოსაზრებაც, რომელიც ამ მსჯელობას მხარს უბამს, რომელმაც საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი მიმართება ამ საკითხისადმი. აი რას ამბობს ის:,,უძველესი დროიდან ლაზისტანის სახელწოდებით იგულისხმებოდა მთელი საქართველო და ქართველი ერიც კი. ერთმანეთის აღარეფერი ვიცით და არცკი ვცდილობთ ეს უმეცრება თავიდან ავიცდინოთ და ეხლა მაინც შევიგნოთ ჩვენი ვინაობის და ნათესაობის ცნობები. ვიტყვი რომ ძველათ ლაზიკა და სამეგრელო კერა იყო ქართველის ტომის განვითარების და განათლების. დღეს კი ჩვენ ვართ ერთმანეთისგან დაკარგულნი, თორემ უხსოვარის დროიდან ლაზისტან–სამეგრელო–ჭენეთი გადაბმულ–გადაქსოვილი იყო ქართლზედ. ქრისტეზედ ბევრად უწინ ქართლის მეფენი და ლაზისთან–ჭენეთის სამეფო ერთად და ერთნაირად იწოდებოდნენ ჭანეთ–ლაზისტან–მეგრელი (ზაქარია ჭიჭინაძე ტფილისი 1927 წ.) სახელი ქართი და ქართა, ვის აქვს შემორჩენილი? ის არ დარჩა ქართულ სალიტერატურო ენაში, გვაქვს მეგრულსა და სვანურში.
ჭანიდანაა ნაწარმოები გვარები: ჭანია, ჭანიშვილი, ჭანიძე, ჭანტურია, ჭანტურიძე, ჭანკოტაძე, ჭანგურიძე. გვარს საფუძვლად უდევს ჭან (ჭანი). რთულფუძიანი ქართული გვარი. ზურაბ გალაქტიონის ძე ჭუმბურიძე ქართველ ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი
ბერძენი, ბიზანტიელი, სომეხი, ქართველი ისტორიკოსები და თვით ივანე ჯავახიშვილი ტყუილად არ ახსენებს ასე ხშირად ისტორიულ ჭანეთს და ჭანებს, ჭანების სახელი თანამედროვე ქართველი ერისთვის და სახელმწიფოსთვის განუსაზღვრელია ვინაიდან ისინი წარმოადგენენ იმ საიდუმლოს გასაღებს რომლითაც ერთ დროს საბოლოოდ ფარდა აეხდება საქართველოს ნამდვილ ჭეშმარიტ ტერიტორიულობას. ჭანები წარმოადგენენ ხიდს, ძველ ქართველურ სამყაროსა და თანამედროვეს შორის.
ერთი სიტყვით საქართველოს ძველი ისტორიაც ხომ ფაქტობრივად კოლხეთის ისტორიით იწყება.

ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე

წყარო: ბერძნულ, ბიზანტიურ, სომხურ და ქართველ მემატიანეთა წყაროებზე დაყრდნობით.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

პროკურატურის ერთ-ერთი ლაფსუსი შალვა თათუხაშვილის მკვლელობის საქმეში

Joni Kvaracxelia

საქართველოში SARS-COV-2-ის ფატალობის მაჩვენებელი

«როდესაც პოლიტიკა აკონტროლებს ბაზარს იმას მეურნეობა ჰქვია და არა ეკონომიკა»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი