ანალიტიკაპუბლიკაციები

ჭანები და მეფე ანქიალე

II საუკუნის ავტორის, ფლავიუს არიანეს ცნობით, მახელონებსა და ჰენიოხებს საკუთარი სახელმწიფო, სამეფო გააჩნდათ, რომლის მეფეც 131 წელს იყო ანქიალე . «ანქიალეს სასახლე» მდებარეობდა ამ სამეფოს დედაქალაქში, რომლის სახელიც არაა დასახელებული. ეს ქალაქი მდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე, ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7 კილომეტრში. იმპერატორი ტრაიანე მახელონებისა და ჰენიოხების მეფეს — ანქიალეს შეხვდა ქალაქ სატალაში (სატალის ადგილმდებარეობისათვის, თანამედროვე სადაკთან (ყოფილი საზაკი), გუმუშჰანეს პროვინცია, თურქეთი. სარფიდან 382 კილომეტრში. იხ. Olshausen & Biller 1984, 163.)პართიაზე ლაშქრობის პერიოდში და დაასაჩუქრა. მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო იმ პერიოდში რომის ერთგული მოკავშირე გახლდათ.
,,ანქი’’ ძველი ეგვიპტის ჯვრის სახის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. მასში ჩადებული იყო უკვდავების იდეა, აგრეთვე ქალური და მამაკაცური (ოსირისისა და ისიდას) საწყისის ერთიანობა ანუ კავშირი ცისა და დედამიწისა.
შუმერულ რელიგიაში კი ენქი იყო წყლისა და მიწის ღვთაება, ადამიანთა შემქმნელი. ენქი არის იგივე ენგური, მდინარე-წყალთა განსახიერება. მისი სინონიმები ასევე გახლავთ ენკი და ეა, იგივე აია, სახელი, რომელიც კოლხეთის ძველ ქალაქს შემორჩა. ენქი (შუმერ. «უფალი მიწა», «მიწის ბატონი») — აქად. ეა, შუმერ-აქადური სამების წევრია (ანუ — ენლილი — ენქი). ენქის მიეწერება თიხისაგან ადამიანის გამოძერწვა. მრავალი სხვა საგმირო საქმეც ჩაუდენია და ხალხი მუხლმოყრილი ეთაყვანება მთავარ საკულტო ქალაქ ერიდუში. მისი წმინდა ცხოველი იყო თხათევზა ნარევი არსება, რომელსაც წინამო თხისა ჰქონდა, ბოლო კი თევზისა (შუმერ. თხა-ჭანარი). ჭანარი თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს. საქართველოში ჭანარი მდინარე მტკვარსა და ალაზანში, ასევე მათ ცალკეულ შენაკადებში ბინადრობს. შუმერები და შუმერ-აქადები მას აქებდნენ და უმღერდნენ ჰიმნებს.
ლაზიკას გვერდით ბიზანტიურ წყაროებში (იხ., IX საუკუნის მოღვაწე კონსტანტინე პორფიროგენეტი; გეორგიკა, 1952, გვ 292) არსებობს ჭანარია (ჭანარის ერისთავები).
კურტ იოჰიმ შპრენგელის მტკიცებით ეგვიპტელთა კულტურაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და წამალთმცოდნეობის ხელოვნება. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა. შუმერის უმნიშვნელოვანესი ქალაქი კი იყო “ერეხი“, იგივე ურუქი. ხოლო მეგრულში გვაქ სიტყვა ,,მერეხი’’ რაც ნიშნავს წარღვნას. შუმერებმა შექმნეს გილგამეშის ეპოსი, ეპოსი წარღვნის შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს ნოეს ამბავს.

რაც შეეხება მახელონებს , მახელონები — ერთ-ერთი ძველი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე მაკრონები (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს).

ჰენიოხები კი — უძველესი დროიდან კოლხეთის სანაპიროზე მოსახლე ტომები. მათი უშუალო განსახლების ადგილად ბერძენი და რომაელი ავტორები (პელანიკე მითილენელი ძვ.წ. V ს. ფსევდოსკილაკ კარიანელი ძვ.წ. IV ს. არისტოტელე ძვ.წ. IV ს. არტემიდორე ეფესელი ძვ.წ. II-I სს. და ახალი წელთაღრიცხვის ისტორიკოსები პომპონიუს მელა ახ.წ. I ს., ოვიდიუსი, პლინიუს უფროსი და სხვა.) კოლხეთის სანაპიროს ჩრდილოეთ სექტორს — ბიჭვინთა-სოხუმის მონაკვეთს ასახელებენ. ამავე აზრისაა გეოგრაფი სტრაბონი ძვ.წ. I-ახ.წ. I სს. ჰერაკლიდეს გადმოცემით ჰენიოხებს უცხოვრიათ მდინარე ფაზისის (რიონის) შესართავთან, ხოლო პლინიუსი ჰენიოხებს, გარდა დიოსკურიისა, მიუთითებს ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად და მდინარე აფსაროსთან (ჭოროხი) ახლოს. დაახლოებით ამავე ადგილებში — მდინარეებს ოფისსა და არქაბეს შორის — ჰენიოხებს ასახელებენ ფლავიუს არიანე და ანონიმი ავტორი.
ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით კი თითქმის მთელი შავიზღვისპირა ზოლი ჭანებს,ლაზებს და მეგრელებს ეკუთვნოდა და განიყოფებოდა სამ ნაწილად.
აქვე მინდა გავამახვილო ყრადღება შემდეგზე; მაკრონები — წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის ამოსავლეთით. მაგალითად, ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში“ თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.
მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.
კოლხთა მეზობლად ასახელებს ჰენიოხებს იოსებ ფლავიუსი (I ს.); აფსაროსამდე (გონიომდე) ნახა ჰენიოხები არიანემ (II ს.); მისი ცნობით, ჰენიოხებსა და მაკრონებს ერთი მეფე ანქიალე ჰყავთ .
ჭანების გაერთიანება ჩამოყალიბდა ძვ.წ. I–ახ.წ. I საუკუნეებში კოლხების ახლო მონათესავე ხალხების: მაკრონების, დრილების, ბეხირების, მოსინიკების, მარების და ნაწილობრივ ტიბარენებისა და ხალიბ-ხალდების შერწყმის შედეგად, რასაც ხელს უწყობდა მეზობელი სახელმწიფოების (პონტო, არმენები, რომი) აგრესია მათ მიმართ. შედეგად ახ.წ. I საუკუნიდან აღნიშნული ხალხების სახელები ქრება და მათ ანაცვლებს კრებითი სახელი „ჭანები“.

სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ჰენიოხი არის ვარიანტი მეორე სატომო სახელისა “სანიგი”; მაგ., ი.ორბელი და ნ.მარი ჰენიოხ- ფორმას განიხილავდნენ სან-//სანიგ- ფუძეების პარალელურად და მათ სვანებადაც მიიჩნევდნენ (შდრ., სანებს, სანიგებს და ჰენიოხებს პ.ინგოროყვა და ს.ჯანაშია მეგრელ-ჭანებად მიიჩნევდნენ; იხ., მაგ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ. 124, 135). კისლინგი ჰენიოხებს აკავშირებს სანებთან და ლაზებთან და მათ ქართველურ ტომად მიიჩნევს; რაც მეტად საყურადღებოა, იგი სანებსა და ლაზებს კერკეტებთან (ჩერქეზებთან!) აკავშირებს, მიიჩნევს რა მათ ერთი წარმოშობის ხალხად (მიმოხილვისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1980, სადაც გაზიარებულია კისლინგის მოსაზრება). ლინგვისტურ გამოკვლევებშიც ჰენიოხ- ფუძე დაკავშირებულია ჭან- ძირთანაც: აქვე აღვნიშნავთ, რომ ჭან- და ჰენ- ძირებს შორის ჭან- ფორმის ძირითადობას, ხელი შეიძლება შეუშალოს იმ ფაქტმაც, რომ ბერძნულ წყაროებში ჰენიოხ- ძირი თითქმის 500 წლით ადრე ფიქსირდება, ვიდრე ჭან. ჰენ- და ჭან- ფუძეთა დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ, ვფიქრობთ, ფორმათა ცვალებადობის სხვა გზა უნდა დავუშვათ . ჩვენი აზრით, წელთაღრიცხვაა მიჯნაზე ცალკ-ცალკე ტომებად თუ თემებად არსებობდნენ ჰენიოხებიც, სანებიც, სანიგებიც, ჭანებიც… მათ კონკრეტული საცხოვრისი და თავიანთი ენა თუ დიალექტი ჰქონდათ! ცხადია, დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი ქრება ასპარეზიდან. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მრავალი დოკუმენტი და ლოგიკური არგუმენტი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ამ და სხვა ქართველურ ტომებს საერთო წარმომავლობა, წინა ისტორია და კულტურა, შემდგომ კი ერთი სახელმწიფო და ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება აქვთ.
სანები //ჭანები – მემნონისა (I ს.) და სტრაბონის (I ს.) მტკიცებით “ისინი, ვინც წინათ მაკრონები იყვნენ, ახლა სანები არიან” (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.22; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 94, 146, 233). ჭანები პირველად მოიხსენიებიან არიანესთან (II ს.): კოლხების მეზობლები არიან ჭანები, იგივე სანები; თ.ყაუხჩიშვილის დასკვნით, რამდენადაც არიანე იყენებს ოთხ პარალელურ ფორმას (სანნოი, ტსანნოი, თიანნოი//ტიანნოი, ტუანნოი), ცხადია, რომ ბერძენს უჭირს ქართული ჭ-ს წარმოთქმა (თ. ყაუხჩიშვილი 1976, გვ.99-100). არიანეს აზრს ეხმიანება დიონისოს პერიეგეტის (II ს.) კომენტატორის ევსტათი ეპისკოპოსის (XII ს.) კომენტარიც: “ძველ მაკრონებს ახლა სანები ეწოდებათ, რაც ადგილობრივი გამოთქმით “ჭანებს” ნიშნავს (თ. ყაუხჩიშვილი 1976, გვ.94); შდრ., პროკოფი კესარიელი (VI ს.): ჭანებისა და სანების სახელთა დაკავშირება ალბათ რეალურია, შესაძლოა მათი იგივეობის მტკიცებაც. აქვე აღვნიშნავთ, რომ სომხური ჭანივ-//ჭანეთ- ფორმის დამოწმებით ჭან- და სან- ფუძეების სინონიმურობა ნათლადაა დასაბუთებული ბ.გიგინეიშვილის მიერ (ბ.გიგინეიშვილი, 1975). არნ. ჩიქობქვას ვარაუდით, სანი იგივეა, რაც ზანი (არნ.ჩიქობავა, 1936, გვ. 3). ს. ჯანაშიას აზრით, ამოსავალია სან- ძირი, რომლის თავკიდური ბგერიდან ჩრდილოეთ სამეგრელოში წარმოიქმნა ზან-//წან-, ხოლო სამხრეთ სამეგრელოში (ჭანეთში) – ჭან- (ს.ჯანაშია, 59, გვ. 27-34).

Loading…

ამიანე მარცელინეს “ისტორიაში” ერთო მხრივ ჭანები, მეორე მხრივ კი ლაზიკა არმენების მეზობლადაცაა, (სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა ჭანების ლეგიონის მეთაური ვეტრანიონი. ძველი კომენტატორები ანრი ვალუა და ლინდენბროგი აღნიშნავენ: აქ მოხსენებული ძიანნი, იგივე ძანნი, თზანნი, შანნი და თჰანნი, ლაზებისა და სომხების მოსაზღვრე ხალხია; გეორგიკა I, 1961, გვ. 89, 124, 128, 161, 173); აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ქსენოფონტეს მიერ ნანახი ხალდებიც კარდუხების მეზობლად (იგივე არმენების მიერ დაპყრობილი მიწების!) მთებში ცხოვრობენ, შესაბამისად, შეიძლება დავუშვათ, რომ ხალდებიც და ჭანებიც კარდუხების მონათესავე თუ შემადგენელი ტომები არიან; შდრ.: ,,ხალდები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთ-ერთ ჭანურ ტომად არის მიჩნეული, ასევე განთავისუფლებულან სპარსთაგან და ამ დროისათვის არმენიელებთან და მარდებთან ერთად სპარსელი სატრაპის, ორონტას და მისი სარდლის არტუხას მოქირავნეები არიან…”
ლაონიკე ხალკოკონდილე (XV ს.): მიხედვით ,,…ჭანიდებს უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრიამდე…” (გეორგიკა 1970, გვ. 107).
ს.ყაუხჩიშვილი: ,,ერთ-ერთი შესაძლებელი ახსნა (იმისა თუ რატომ ვერ მოახერხა ბიზანტიის იმპერიამ ისევე შეეერთებია ტრაპეზონის სამეფოს ტერიტორია, როგორც ბიზანტიის იმპერიის დანარჩენი ტერიტორიები), ის იქნება, რომ ჩვენ ვაღიაროთ:,,ტრაპიზონის სამეფოს” მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული ტომისაგან – ჭანებისაგან – შედგებოდა”. (გეორგიკა 1967, გვ. 164).
შენიშვნა: V საუკუნის ანონიმი ავტორი იმეორებს არიანეს აზრს და ქსენოფონტეს დრილებს ხაზგასმით სანებად იხსენიებს; შემდეგ მათ კოლხებში აერთიანებს
(ბერძენი მწერლები… 1983, გვ.158; გეორგიკა, 1965, გვ. 7).
ლაონიკე ხალკოკონდილე მიხედვით ,,…ჭანიდებს უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრიამდე…” ( საუბარია თურქეთის ბართინის პროვინციაზე, ამჟამად ეწოდება ამასრა, რუსულად ამასტრიდა, რომელიც მდებარეობს თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში სარფიდან 964 კილომეტრში.) როგორც ადრე ავღნიშნე ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით თითქმის მთელი შავიზღვისპირა ზოლი ჭანებს,ლაზებს და მეგრელებს ეკუთვნოდა და განიყოფებოდა სამ ნაწილად.
პლინიუსის, პროკოპი კესარიელის და სხვათა გადმოცემით ირკვევა რომ ჭანები და ლაზები სხვადასხვა ტომებია, თუმცა მათი ერთ ჯგუფად დასახელება გამოიწვია იმან რომ ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ, IX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ტრაპეზუნტის მხარეში მდებარე პონტოს ხალდიის ეპარქიის აღსანიშნავად სახელწოდება “ლაზიკის სამიტროპოლიტო” გამოიყენება. ლაზიკის ეპარქიაში მოექცა ჭანეთიც. ჭანებს და ლაზებს მჭიდრო ურთიერთობა ქონდათ როგორც ტერიტორიულად ისე ერთმანეთთან. დღევანდელი მონაცემებით ლაზ-ჭანების საერთო რაოდენობა 500000 კაციდან 1,5 მილიონ კაცამდე აღწევს. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად მრავალი ქართველური ტომების არსებობისა საქართველოს და თურქეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე , საუკუნეების მანძილზე მათი ხან გაერთიანებისა თუ ცალკე ტომებად დაყოფისადამიუხედავად ცალკეული ხალხები სასწაულებრივად დიდხანს ინარჩუნებდნენ ერთგვარ თვითმყოფადობას. რაზეც მიუთითებს პროკოპი კესარიელის სიტყვები: „ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან“.

ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე

წყარო: ბერძნულ, ბიზანტიურ და ქართველ მემატიანეთა წყაროებზე დაყრდნობით

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«მიშამ კარგად იცის რას აკეთებს…»

ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია — ოლიგარქიული მმართველობის შედეგია

„აფხაზეთელი“ – სიტყვა, რომელიც „გასულია“ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებიდან!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი