კრიმინალი

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.

Loading…

მსგავსი პოსტები

დაკავებულია ოთხი „ექიმი“, რომლებიც პაციენტებისგან ზურგის ტვინის სითხეს იღებდნენ

ევროპის ორ ქვეყანაში დაწყებული სპეცოპერაცია საქართველოში გრძელდება

მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს დანა გულში ჩაარტყეს- როგორია მისი მდგომარეობა?

roma sajaia

დატოვე კომენტარი