სხვადასხვა

«წყალს ასხამდნენ და ასულიერებდნენ ბავშვს»-პოლიციელებმა ბათუმში 16 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

ბათუმის ბულვარში მოზარდი დაცვის პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.

არასრულწლოვანი ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა, დაცვამ შენიშვნა მისცა ველობილიკზე გადასულიყო, ბიჭი არ დაემორჩილა და პოლიციელები მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

«წყალს ასხამდნენ და ასულიერებდნენ ბავშვს. მინდა, დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც დაარტყა ხელი არასრულწლოვან ბავშვს. სამი პოლიციელი ურტყამს და კიდევ დამატებითი ჯგუფი მოდიოდა დასახმარებლად,» — განაცხადა სულიკო კუპრაძემ.

16 წლის ბიჭი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით არასრულწოვანს ისტერიული გულყრა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

Loading…

მსგავსი პოსტები

სასტუმროდან 2 ადამიანი გადმოვარდა, 1 ადგილზე დაიღუპა-რა მოხდა შეკვეთილში?

ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო-როდის ეწურება კუპრავას პატიმრობის ვადა?

სასწრაფოდ!!!მთავრობა აქციის დასარბევად ემზადება?

დატოვე კომენტარი