განცხადებები

წულუკიანი მიესალმება ჩვენი მოქალაქეების გამოძევებას ევროპიდან?

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებისთ ჩვენი მოქალაქეები ჭარბობენ, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებმა წუხილი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ ევროპიდან და ვიზალიბერალიზაციის თემასაც გადახედავე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია: „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,“

მინისტრთა კაბინეტის წევრის თქმით, ისტორიული შედეგი მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს.

Joni Kvaracxelia

«კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში»-ნიკა მელია

roma sajaia

«კიდევ ერთი დარბევა და იმ დღესვე დასრულდებით !»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი