განცხადებები

«წვევამდელების რეზერვში გაწვევა შეუძლებელი ხდება …»

«ანტისახელმწიფოებრივი ქმედება პოლიტიკური სექტა »გირჩისგან»,  — ასეთი სათაურით დღეს სოც ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

«რელიგიური ორგანიზაციების წევრობის გამო, რამდენიმე ათეული წვევამდელი ვერ გაიწვიეს.
ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერები სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მერების თქმით, «გირჩის» წარმომადგენლები ახალგაზრდებს რელიგიური ორგანიზაციების წევრობის ცნობებს აძლევენ. შედეგად კი მათი რეზერვში გაწვევა შეუძლებელი ხდება.
«სულ ოცი ადამიანი იყო გასაწვევი და აქედან 17-მა მოიტანა შესაბამისი ცნობა. ასეთი შემთხვევები ყველა მუნიციპალიტეტშია და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მისაღებია რაიმე ზომები“, — თქვა ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ. 
ზუგდიდის მერმა კი თქვა, რომ მისი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა «გირჩმა» რელიგიური ორგანიზაცია «ბიბლიური თავისუფლება» 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia
ქართული ოცნება / Georgian Dream, Giorgi Kvirikashvili  «

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სააკაშვილი საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას — ნევროლოგი ოთარ თოიძე

გიორგი გახარია ჩვენი ნამდვილი ოპოზიცია იქნება — თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე

მაკო გომურს თვალზე მორიგი ოპერაცია დასჭირდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი