განცხადებები

«წამით წარმოიდგინეთ…სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა»-უფლებადამცველი ნინოწმინდის პანსიონზე

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს:

«წამით წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობდეს ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე იეჰოვას მოწმეთა, ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში მომხდარი ფაქტის გამო.
სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა, სოფელ-სოფელ მოკრებდნენ მღვდლები მრევლს, მძიმე ჯვრებითა და კომბლებით გაუდგებოდნენ გზას ნინოწმინდისკენ. დასავლეთიდან მომავალ ნაკადს ბორჯომში ვასაძე-ფალავანდიშვილი-კორკოტა შეუერთდებოდათ, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილები.
იქ მისვლას მათ სპეცრაზმი მიასწრებდა და სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაციას ჩაატარებდა. სახელისუფლებო პოლიტიკოსები ბართლომეს ღამეების საჭიროებას დააანონსებდნენ და ისეთ გარემოს შექმნიდნენ, ჰერცოგ გიზებს შეშურდებოდათ.
პროკურატურა ყოველ 2 საათში ბრიფინგს გამართავდა, ხოლო ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ბავშვების გამოძიებაში მიცემული ჩვენებების კინოჩვენებას მოაწყობდა რეგიონებში, სკოლის მოსწავლეებისთვის.
და რა ხდება ახლა? წელში გეიმართნენ და დეიწყეს გალობა. ჩვენ ვიძახით ბავშვები, ხალხო, ბავშვები. ესენი კიდე გალობენ»- წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად,» — მიხეილ სააკაშვილი განმარტავს

«სასაფლაოზე, რომ ვიყავით ასული შენ მიხვედი და ვაჟას ძეგლს შეეხეო, ეს სიტყვა, რომ მითხრა ცრემლი წამომივიდა»-მაჩალიკაშვილი (ვიდეო)

შეთანხმება ვერ შედგა ქართული ოცნების გამო — ბადრი ჯაფარიძე

დატოვე კომენტარი